წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა.მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში _ეს იყო მათ მიერ განხორციელებული კვლევის თემა. შედეგები მომდევნო სამუშაო პროცესის საფუძველი იქნება,რაც ადვოკატირების გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თემაზე:"ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვებზე და ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური გარემოსთვის".მერიის სოციალური და ბავშვთა განყოფილების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებსა და ბავშვთა განყოფილების მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური გარემოსთვის“ - ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).

შეხვედრის მონაწილეებს მერიის სოციალური და ბავშვთა განყოფილების სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე და ბავშვთა განყოფილების მუშაობის სპეციფიკის შესახებ. ისინი ასევე გაეცნენ ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის შედეგებს, რაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად წარმოჩინდა. დაფიქსირდა რეკომენდაციები, რომლებიც გაზრდის ამ კუთხით მუშაობის ეფექტს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში წარმატებით გრძელდება სატრენინგო კურსის მეორე თვე.  პირველი შეხვედრები გაიმართა სამტრედიის, თერჯოლის, სენაკის, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

ტრენინგებს ესწრებოდნენ პედაგოგები, ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლები. და, რა თქმა უნდა, მთავარი ის აქტიური ახალგაზრდები არიან, რომლებიც არა მარტო ინტერესით ერთვებიან სატრენინგო მუშაობაში, არამედ შემდეგ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ინიცირებულ ღონისძიებებს. მისასალმებელია, რომ ყველგან იგრძნობა სკოლების ადმინისტრაციის და სამოქალაქო განათლების პედაგოგების მხარდაჭერა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გაიხსენეს აპრილში ჩატარებული საერთო შეხვედრა, ისაუბრეს ადვოკატირებულ პრობლემებზე. მათ აღნიშნეს, რომ კარგად გამოჩნდა მათი შრომის შედეგი: მუნიციპალურ ტრანსპორტში უკვე სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით. მეორე საკითხის მოგვარებასაც ელოდებიან - მალე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

მოგვარებული პრობლემები ჯგუფის წევრებისთვის არის დიდი მოტივაცია, რომ მათი ძალისხმევა პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. ამიტომაც განაგრძობენ მუშაობას, რათა პრიორიტეტული პრობლემები შეარჩიონ და მათ მოგვარებაზეც დაიწყონ ზრუნვა.

შეხვედრაზე ორგანიზაციული საკითხებიც განიხილეს და მომავალ საქმეებზეც ისაუბრეს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სამტრედიის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ვანის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სხვადასხვა სამიზე ჯგუფებთან. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობაზე და იმ ძირითად შედეგებზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. ისაუბრეს მსხვერპლთა დახმარების სერვისებსა და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებზე.

მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის ფონზე საკუთარი პოზიციები გამოკვეთეს: მიაჩნიათ, რომ გახშირებული ოჯახური ძალადობის ფაქტების საპირისპიროდ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება, რაც გულისხმობს ახალგაზრდების ინფორმირებას და მსხვერპლთა სერვისების გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამწვანების აქცია

ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა- დარგოს ხე, გაამწვანოს გარემო, მოუაროს ბუნებას - ეს იყო აქციის მიზანი,რომელიც დედამიწის დღის კვირეულს მიეძღვნა. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ახალგაზრდულმა კლუბმა, ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის #32 და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის #6 საჯარო სკოლებთან თანამშრომლობით, გამწვანების აქცია მოაწყო. მოსწავლეებმა პედაგოგ ლელა ბრეგაძესთან ერთად სკოლისა და ფონდ ,,სოხუმის,, სარეაბილიტაციო ცენტრის ეზოში ქართული კაკლის ნერგები დარგეს . ღონისძიებაში სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფი ოჯახებიც ჩაერთნენ .

„მტკიცებულებებზე დამყარებული ადვოკატირების პროცესი“- სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ამ თემაზე ტრენინგი ჩატარდა .  რას გულისხმობს  პრობლემათა ადვოკატირების პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს-მონაწილეებმა ინფორმაცია ამ საკითხებზე მოისმინეს.ჯგუფის წევრებმა  იმ პრობლემების ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს, რომელიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა.

იმავე დღეს სენაკში შეხვედრა ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთანაც გაიმართა . მონაწილეებმა საპროექტო აქტივობების  გეგმაზე იმუშავეს. საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი პირები განსაზღვრეს და ფუნქცია-მოვალეობები გადაინაწილეს.

კანადის თანასწორობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი გაგრძელდა.

პროექტის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს ძალადობის მსხვერპლი/პოტენციური მსხვერპლი ქალების და სხვა დაინტერესებული მხარეების ხელმისაწვდომობა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფართო სპექტრზე (ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი მექანიზმები, მსხვერპლთა დახმარების სერვისები, რეფერირების სისტემის აქტორები და სხვ.) ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და სათანადო რეაგირების მიზნით.

პროექტი 3 წლის განმავლობაში განხორციელდება დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, წალენჯიხა,  სენაკი, ზუგდიდი, ქობულეთი, ჩოხატაური).

პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებას განაგრძობს ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს ცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/

დიდინეძის ახალგაზრდული კლუბი პროექტით დაგეგმილ გეგმილ აქტივობებზე მუშაობს. პროექტის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) მოსწავლეებისათვის ჯანსაღი ინკლუზიური გარემოს შექმნა. ამისთვის კი საჭიროა სასკოლო საზოგადოებაში (მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი) ცნობიერების ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს სწორი კომუნიკაციის მეთოდების შემუშავებას და დამკვიდრებას.

ფორუმ თეატრის მეთოდის მეშვეობით გაიმართება სცენების ჩვენება , არსებულ პრობლემაზე დისკუსია მოეწყობა და გადაჭრის გზების ძიება მოხდება.

რაც შეეხება დიდინეძის  ქალთა საინიციატივო ჯგუფს ,მათ კვლევა ჩაატარეს თემაზე -მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

შედეგად გამოკვეთა  ის პრობლემები, რომლებიც თემში აქტუალურია. მათ მოსაგვარებლად კი ადვოკატირების გეგმა შემუშავდება.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები