ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 1 მარტს გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ მიიღეს.
განიხილეს, თუ რატომ არის აუცილებელი ქალთა სოლიდარობა,ასევე
ლიდერ ქალებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნახეს.
შეხვედრის ბოლოს კი თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილი პრობლემები და ხარვეზები მიმოიხილეს.
20 მარტს ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე კი ფორუმ თეატრის თემაზე -ბულინგის საკითხზე იმუშავეს.
შეადგინეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ფორუმ თეატრი დაიდგა.
სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ფორმატის შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს ისტორიები ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკაზე, გაეცნენ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და გაკვეთილებს.
შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს მიღწევები რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის კუთხით. ნახეს ვიდეოსიუჟეტი, რომელიც ქუთაისში გამართული სამოქალაქო ფორუმს აღწერდა. გაეცნენ ამ ფორუმზე სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებულ იდეებს, რომელთა ინტეგრირება ადგილობრივ პროგრამებში უნდა მოხდეს.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს ადვოკატირების პროცესს, გარდა იმისა, რომ ჯგუფის წევრები თვალს ადევნებენ ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემების ადვოკატირებას, მათ ასევე აირჩიეს ახალი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც აპრილიდან შეუდგებიან.
მორიგ შეხვედრაზე ჯგუფი გაეცნო სამოქალაქო ფორუმზე ხონის ჯგუფის მიერ გაწერილ აქტივობებს, რომლებიც რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს. მათ საშუალება ჰქონდათ, ენახათ პროექტის ფარგლებში გადაღებული ორი კლიპი, რომლებიც მათი მუშაობის შედეგებს ასახავს.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
მარტის თვეში გამართულ შეხვედრაზე წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალური სოლიდარობის თემასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.,,სოლიდარობა ნებისმიერ საკითხში მნიშვნელოვანია, ეს არის ძალა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა, რომელიც განსაზღვრას წარმატებას,,.- ასეთი იყო მონაწილეთა განწყობა.
მათი სურვილების დიდი ნაწილი მშვიდობას, მათი ოჯახების და ახლობლების კეთილდღეობასა და უკეთესი გარემოს შექმნას უკავშირდება.
ლიდერი ქალები, რომლებმაც შეცვალეს გარემო. რა არის სოლიდარობა და რისთვის გვჭირდება- ამ საკითხებზე იმსჯელეს წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა წყალტუბოს მეოთხე და პირველ საჯარო სკოლებში.
შეხვედრაზე შესრულდა სავარჯიშოები , გაიმართა დისკუსიაც.
ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში შემაჯამებელი შეხვედრების დროა. 122 ადამიანი ესწრებოდა შეხვედრებს სამეგრელოს რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, სენაკსა და წალენჯიხაში: ახალგაზრდები, ახალგაზრდული სამსახურების, განათლების რესურსცენტრების და გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები.
ახალგაზრდებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს, რა ისწავლეს ხუთთვიანი კურსის განმავლობაში. იყო საინტერესო დისკუსიები, შთაბეჭდილებათა გაზიარება. მშობლებმა და პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ეტყობათ სასიკეთო ცვლილებები, ბევრი რამ იციან და საკმაოდ გააქტიურდნენ.
სამივე შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა. ახალგაზრდა ტრენერებს სერთიფიკატები გადაეცათ, დანარჩენ მონაწილეებს კი - სერტიფიკატები აქტიური ჩართულობისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. მონაწილეებმა ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ მიიღეს. ისაუბრეს თანამედროვე გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს გზავნილი- მშვიდობა, სიმშვიდე და ჯანმრთელობა.
შეხვედრაზე თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილ პრობლემებსა და ხარვეზებზეც აღინიშნა.
დატვირთულად მუშაობს ხონის ახალგაზრდული კლუბიც.
ფორუმ თეატრის საინტერესო სცენა დაიდგა ხონის მესამე საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბში, რომლის შექმნაში მთელმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდების თვალით დანახული აქტუალური, მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემები მონაწილეებმა სცენარად აქციეს და ინტენსიური რეპეტიციების შემდეგ მაყურებლის წინაშეც წარსდგებიან.
17 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ პირველ ქსელურ სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქუთაისში გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის აუცილებლობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობაზე. სიუჟეტიც სწორედ ამ თემას ეხება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა. ამიტომაც აქტიურად გრძელდება მუშაობა საზოგადოების ინფორმირების კუთხით. შეხვედრების მონაწილეებმა პოზიტიური მაგალითების გაცნობით ქალების სიძლიერესა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი. მოისმინეს წარმატებული ქალების ისტორიები, რომლებმაც შეცვალეს გარემო. ქალთა საჭიროებებზე ისაუბრეს და საკუთარი სურვილები გააჟღერეს: სიმშვიდე და სიყვარული ყველაზე აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
სენაკის, წალენჯიხის, ქობულეთის, სამტრედიის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს დასახმარებლად 6-მა ბენეფიციარმა მიმართა. იდენტიფიცირებული ქეისების მართვა უკვე დაწყებულია ფონდი „სოხუმის“ რესურსების გამოყენებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ხობის მუნიციპალიტეტთან. მუშაობა ისევ განახლდება. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს შეხვედრა.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები თეა გოლეთიანი და ხათუნა გოგუა შეხვდნენ ხობის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ქავთარაძეს, მერის მოადგილეს დავით ბერაიას, საკრებულოსა და მერიის გენდერული თანასწორობის სპეციალისტებს.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობა მუნიციპალიტეტსა და ქალთა ფონდს შორის ქალთა უფლებების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)