ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სენაკის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში პედაგოგებთან ჩაატარა შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური გარემოსთვის“.
შეხვედრაზე ისაუბრეს ბავშვთა უფლებების დაცვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებსა და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
პედაგოგებმა შეაფასეს განყოფილების მნიშვნელოვანი როლი ოჯახების გაძლიერების კუთხით და გამოხატეს თანამშრომლობის სურვილი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პედაგოგები უამრავ ტრენინგს დასწრებიან, მაგრამ ეს იყო უჩვეულო ტრენინგი, სადაც აქტუალურ საკითხებთან (ფემიციდი, ძალადობა, კამპანიის ჩატარება) ერთად ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზეც ისაუბრეს.
ტრენინგს ესწრებოდნენ პედაგოგები სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან. მისი ჩატარების იდეა გაჩნდა სენაკის უწყებათაშორისო საბჭოს ბოლო შეხვედრაზე - იდეას აქტიურად დაუჭირა მხარი საგანმანათლებლო რესურსცენტრმა (ხელმძღვანელი - დარეჯან ზარანდია). ტრენინგი რესურსცენტრის დარბაზში გაიმართა და მონაწილეთა დიდი ინტერესით გამოირჩეოდა.
ტრენინგის მთავარი შედეგი იქნება ის, რომ ეს პედაგოგები აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - ჩაატარებენ შეხვედრებს და სხვადასხვა ღონისძიებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე მიწვეული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული სტრატეგიის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე, თბილისის კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი ინდირა რობაქიძე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელი ანა მარგიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფიო ჩოხელი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე.
საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სამოქმედო გეგმის პროექტის ხუთ ძირითად მიზანზე, მიზნების ამოცანებსა და განსახორციელებელი საქმიანობის ფორმებზე ისაუბრეს.
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, მშვიდობისა და სამართლიანობის კაფეში გაიმართა დისკუსია, როგორც რეალურ, ასევე ონლაინ სივრცეში.
დისკუსიები ეხებოდა მრავალფეროვან თემას, რომელშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აკადემიური წრეები, ახალგაზრდა აქტივისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიების მთავარი იდეა იყო გენდერული სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე არსებული მიღწევების და გამოწვევების განხილვა. ასევე, თუ რა გავლენას ახდენს და აძლიერებს სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობა და სხვადასხვა სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისგან ინფორმაციის მიღება და აზრთა ურთიერთგაცვლა.
გაეროს ქალთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით და ჩართულობით, ერთ-ერთი თემატური მრგვალი მაგიდის დისკუსიის მოდერატორი იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ეკატერინე გამახარია. მრგვალი მაგიდის თემა - „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტულ შედეგებზე გარდაქმნა - ქალთა სოლიდარობა და ერთობლივი ქმედებები“.
მრგვალი მაგიდის დროს განიხილეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ლიდერულ ასპარაზზე ქალთა არსებითი მონაწილეობისთვის არსებული მიღწევები და ბარიერები, საზოგადოებისა და თემის მობილიზაცია და საერთაშორისო სტანდარტები, ქალთა წვლილის წარმოსაჩენად და აღიარებისთვის თაობათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა და ახალგაზრდების ჩართულობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის შესაძლო გზები.
მშვიდობისა და სამართლიანობის კაფე წარმოადგენს ქსელური ღონისძიებების სერიას ინტერსექტორული თანამშრომლობის გასაძლიერებლად მშვიდობიანი და სამართლიანი მსოფლიოს შექმნისთვის. მშვიდობისა და სამართლიანობის კაფე იმართება ჰააგის Humanity Hub-ში, რომელიც ჰააგის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ამოქმედდა. მასში მონაწილეობას იღებენ მშვიდობის მშენებლები, მკვლევრები, ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლები, მეწარმეები, პოლიტიკოსები და ცვლილებებზე ორიენტირებული დაინტერესებული პირები ჰააგიდან და მის ფარგლებს გარეთ.
წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ ვიდეორგოლს ახალგაზრდებთან მუშაობის შესახებ რუბრიკაში „გენდერი და საზოგადოება“.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების ნგრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურის დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება, მოქალაქეთა ინფორმირება არსებულ სერვისებზე, ქალთა საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება - ეს საკითხები ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობის მთავარი მიმართულებაა.
ნოემბერში ბაღდათის, სამტრედიის, სენაკის, ვანის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ხუთი ახალი ქეისია იდენტიფიცირებული. საჭიროებიდან გამომდინარე, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი უკვე მუშაობს აღნიშნულ შემთხვევებზე.
საინფორმაციო შეხვედრების დახმარებით ხუთივე მუნიციპალიტეტში 80-მდე ადამიანმა მიიღო ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე, ბავშვთა მხარდაჭერის განყოფილებაზე. ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება ახალი პრობლემების იდენტიფიცირებას უწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პირველი ქსელური სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში.
კოალიციური პროექტის მონაწილე სამმა ორგანიზაციამ - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა ფონდი „სოხუმი“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრი - სხვადასხვა რეგიონიდან კონფლიქტით დაზარალებული და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ქალები შეკრიბა და გაეროს რეზოლუციების „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ განხორციელების მეოთხე სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის აუცილებლობას, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის შესაძლებლობები.
ქალებმა ინფორმაცია მიიღეს ქსელებისა და კოალიციების მნიშვნელობასა და მიზნების შესახებ, დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეფექტიანი და მდგრადი ქალთა ქსელი. შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ თანამშრომლობა როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქსელმა WAVE-მა, OSCE-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, თავის ოთხ წევრთან (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი და თბილისი, საქართველო), ფონდი „გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა“ (ბანია ლუკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა), თანამშრომლობით შეიმუშავა პრაქტიკული სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელო ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას. ის ასახავს არა მარტო კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილ ზიანსა და გამოწვევებს, არამედ წარმოუდგენს მკითხველს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას, კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.
- რატომ დადგა საჭიროება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულიყო რეზოლუცია 1325 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე? რას მოიაზრებს და რა საკითხები რეგულირდება?
- ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც გლობალური დღის წესრიგის შესრულებისთვის საჭირო, კონსოლიდირებული და კოორდინირებული ქმედების სახელმწიფო ინსტრუმენტს წარმოადგენს.
- რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაცია? ამ პროცესებში ადგილობრივი სახელისუფლებო პირების და სხვა წამყვანი ადგილობრივი აქტორების ჩართვა, რათა მოხდეს 1325 რეზოლუციის ინტეგრირება თემის განვითარების გეგმებში.
- როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივი პრობლემების მუნიციპალურ ბიუჯეტში ასახვა? ამისთვის რა რესურსები და შესაძლებლობებია საჭირო?
ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვაც მოხდა ვორკშოპზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ლიდერი ქალები.