ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“.

მონაწილეებმა ინტერაქტიულად განიხილეს რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი სამშვიდობო საქმიანობაში, რა უნდა გაკეთდეს ნდობის ფაქტორის გასაძლიერებლად.

ტრენინგის მეორე ნაწილი 1325 რეზოლუციის განხილვას მიეძღვნა. ჯგუფის წევრებმა იმუშავეს იმ ძირითად აქტივობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს 1325 რეზოლუციის დანერგვას მუნიციპალურ დონეზე.

მონაწილეების შეფასებით, ტრენინგიდან მიღებული ინფორმაციები ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებას სამშვიდობო მიმართულებით.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფემიციდი, ოჯახში ძალადობა, სტერეოტიპების მსხვრევის აუცილებლობა-ამ თემებზე იმსჯელეს სენაკში , ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე . მონაწილეებმა ოჯახური ძალადობის თემაზე შექმნილი ფილმი ნახეს და შემდეგ დისკუსია მოაწყვეს. ქალთა ჯგუფის წევრების ინიციატივით, სხვადასხვა ჯგუფთან სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 

ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებიც.  მონაწილეებმა ძალადობის პრევენციის საქმესა და ცნობიერების ამაღლებაში  ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ ისაუბრეს.აღნიშნა, რომ მოსახლეობის ინფორმირება ამ კუთხით გადამწყვეტია.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

„ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში: გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250 იმპლემენტაციის ხელშეწყობა“ - ამ რთული თემის განხილვა საინტერესო და სახალისო აქტივობებით მოხდა ტრენინგზე, რომელიც დიდინეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის ჩატარდა.

იყო მსჯელობა აქტუალურ საკითხებზე, ჯგუფური მუშაობა, დისკუსიები, სამშვიდობო ინიციატივების დაფიქსირება და, რა თქმა უნდა, თამაშები, რაც ძალიან უყვართ ბავშვებს...

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

წლის ბოლო თვეს

დეკემბერში ჩვენს მონაცემთა ბაზაში 32 ახალი ადამიანი დავამატეთ.

წლის ბოლო თვეს:

- საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით დავეხმარეთ 45 ოჯახს (ეს არის 98 ადამიანი)

- 14 ოჯახს გადავუხადეთ ბინის ქირა

- 5 ოჯახს აუნაზღაურდა კომუნალური გადასახადები

- ოპერაციების თანხის ნახევარი დაუფინანსდა ორ ონკოპაციენტს. ერთ-ერთ მათგანს კვლევის საფასურიც გადავუხადეთ.

- ერთ მამაკაცს  ფული ჩავურიცხეთ სატელეფონო საუბრისთვის

- ფსიქოლოგიურ შეხვედრებში მონაწილეობდა 30-მდე ადამიანი.

15 დეკემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „ომით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერისა და დახმარების საუკეთესო პრაქტიკა“.  მასში მონაწილეობდა ყველა, ვინც მუშაობს მხარდამჭერთა ჯგუფში. ტრენერმა ქეთი ვასაძემ გაგვიზიარა გამოცდილება, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ არის შემუშავებული. ჩვენ ერთად განვიხილეთ ჩვენი მუშაობის მიმართულებები. მოვახდინეთ მათი სტრუქტურირება და შევიმუშავეთ ახალი იდეები.

პედაგოგები,  გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მერიის თანამშრომლები და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ საინფორმაციო შეხვედრებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში. საინფორმაციო შეხვედრა ასევე ჩატარდა  სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლაში და მასში მონაწილეობდნენ პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია.  

შეხვედრებზე აღინიშნა, რომ, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

მონაწილეები გაეცნენ ძალადობის მსხვერპლთა ციფრულ რესურსცენტრს https://sosfsokhumi.ge/, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ გვერდზე მოთავსებული ინფორმაციის გავრცელება, რათა მსხვერპლმაც და მოძლადემაც მიიღონ ინფორმაცია დამცავ თუ რეაგირების მექანიზმებზე.  ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს, ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაუტარეს თემაზე: „ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.“ ახალგაზრდებისთვის საინტერესო აღმოჩნდა საუბრები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობა და საერთაშორისო რეზოლუციები. როლურ თამაშებში ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო.

შეხვედრები გაიმართა ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფებთანაც.ქალბატონებმა მოკლე ანგარიში წარადგინეს საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების, მიღწევებისა და გამოწვევების  შესახებ.

გამოწვევებისა  და მიღწევების, ასევე ადვოკატირების პროცესის  შესახებ ისაუბრა მორიგ შეხვედრაზე  ხონის ქალთა საინიციატივო  მეორე ჯგუფმაც. მიმოიხილეს ის აქტივობები, რომლებიც  16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებებთან დაკავშირებით ქონდათ.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრეს საპროექტო აქტივობებზე, ადვოკატირების შედეგებსა და გეგმებზე.

დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი სტრუქტურების მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე - სტრატეგია რეზოლუცია 1325-ის ადგილზე იმპლემენტაციის მიზნით  შემუშავდა ტრენინგზე.

სტრატეგიაში შეტანილი ამოცანების შესასრულებლად ქალთა ჯგუფი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ სტრუქტურებთან.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

კიდევ ორი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა დეკემბერში კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით.

პირველი შეხვედრა გაიმართა ჩოხატაურის საკრებულოს სააქტო დარბაზში (მონაწილეები: საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ხელმძღვანელები), მეორე - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში (მონაწილეები: უფროსკლასელები და პედაგოგები).

შეხვედრებზე ისაუბრეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16- დღიან კამპანიაზე და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ძალადობის აღმოფხვრის პროცესში. ყველამ აღნიშნა, რომ აქტიური ჩართვა აუცილებელია, რათა მოხდეს ფაქტების დროული გამოვლენა და შემდგომ - მათზე რეაგირება.

შეკრებილები ინტერესით გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს   https://sosfsokhumi.ge/, სადაც განთავსებულია ამომწურავი ინფორმაცია რეაგირების მექანიზმებზე და მსხვერპლის მხარდაჭერაზე.

 

პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის

წყალტუბოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები ძალადობის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული.  მათი ინიცირებით 12 სხვადასხვა  ,მრავალფეროვანი აქტივობა ჩატარდა. ახალგზრდებმა აქციებით, ვორკშოფებით, დებატებით, ფილმების ჩვენებით, ძალადობის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენით  ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი დააფიქსირეს.

კამპანიაში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებიც აქტიურად ჩაერთნენ. მათი ინიციატივით სოფლის სკოლებში  გენდერული ძალადობის, ოჯახური კონფლიქტების, ნაადრევი ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები