ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს, ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაუტარეს თემაზე: „ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.“ ახალგაზრდებისთვის საინტერესო აღმოჩნდა საუბრები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობა და საერთაშორისო რეზოლუციები. როლურ თამაშებში ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო.
შეხვედრები გაიმართა ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფებთანაც.ქალბატონებმა მოკლე ანგარიში წარადგინეს საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
გამოწვევებისა და მიღწევების, ასევე ადვოკატირების პროცესის შესახებ ისაუბრა მორიგ შეხვედრაზე ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფმაც. მიმოიხილეს ის აქტივობები, რომლებიც 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებებთან დაკავშირებით ქონდათ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
წყალტუბოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები ძალადობის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული. მათი ინიცირებით 12 სხვადასხვა ,მრავალფეროვანი აქტივობა ჩატარდა. ახალგზრდებმა აქციებით, ვორკშოფებით, დებატებით, ფილმების ჩვენებით, ძალადობის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენით ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი დააფიქსირეს.
კამპანიაში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებიც აქტიურად ჩაერთნენ. მათი ინიციატივით სოფლის სკოლებში გენდერული ძალადობის, ოჯახური კონფლიქტების, ნაადრევი ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი სინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ქალბატონებმა საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ მოკლე ანგარიში წარადგინეს.
დეკემბრის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებთანაც გაიმართა ახალგაზრდებმა ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე,მათ შორის სამოქალაქო ფორუმზე შემუშავებული აქტივობიდან განხორციელებული ნახატების გამოფენის შესახებ, რომელიც მშვიდობის თემას მიეძღვნა .
შეხვედრაზე მიმოიხილეს ის გამოწვევები და მიღწევები, რომლებსაც წააწყდნენ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებების ჩატარების დროს წააწყდნენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
„ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“-ამ თემაზე ჩატარდა ტრენინგი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან . მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე,როგორიცაა სამშვიდობო ინიციატივები და ქალის როლი.
ტრენინგის მეორე ნაწილი 1325 რეზოლუციის განხილვას დაეთმო.
მონაწილეებმა იმუშავეს და იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომელიც მუნიციპალურ დონეზე 1325 რეზოლუციის დანერგვას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მეორე საჯარო სკოლაშიც. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულინგზე, კონფლიქტსა და მის პრევენციაზე, გადაჭრის გზებზე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ფემიციდი, ოჯახში ძალადობა, სტერეოტიპების მსხვრევის აუცილებლობა-ამ თემებზე იმსჯელეს სენაკში , ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე . მონაწილეებმა ოჯახური ძალადობის თემაზე შექმნილი ფილმი ნახეს და შემდეგ დისკუსია მოაწყვეს. ქალთა ჯგუფის წევრების ინიციატივით, სხვადასხვა ჯგუფთან სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებიც. მონაწილეებმა ძალადობის პრევენციის საქმესა და ცნობიერების ამაღლებაში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ ისაუბრეს.აღნიშნა, რომ მოსახლეობის ინფორმირება ამ კუთხით გადამწყვეტია.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
„არ ველოდი, რომ ჩემი ოჯახი ფონდიდან ამდენ პროდუქტს მიიღებდა. ძალიან ამაღელვებელია ეს საჩუქარი. ასეთი მასშტაბის დახმარება საქართველოში პირველად მივიღე. და, რაც მთავარია, დახმარებას ადამიანური სახე აქვს. ეს არ არის ფორმალიზებული, არ არის მშრალი, არ არის „საჩვენებლად“ გაკეთებული. სითბოს ვგრძნობდი ყველასგან, ვისთანაც ვურთიერთობდი. ამასთან ერთად გაჩნდა განცდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“
„დიდი მადლობა თქვენს ფონდს ჩემი ოჯახის დახმარებისთვის. ღმერთმა ყველა დაგიფაროთ და ასჯერ მეტი სიკეთე და სიუხვე მოგცეთ.“
„გულითად მადლობას ვუხდი დახმარებისთვის ყველას, ვინც მონაწილეობდა. დაე, ჯანმრთელობად და კეთილდღეობად დაგიბრუნდეთ.“
ეს არის იმ უკრაინელი ქალების გამოძახილი, ვინც მხარდაჭერა მიიღო ჩვენი ორგანიზაციისგან.
ყველაფერი თებერვალში დაიწყო.
ომის პირველ დღეს, 24 თებერვალს, ჩვენ უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობის მიმართვა გავავრცელეთ.
შევაგროვეთ 10 000 ლარი და 28 თებერვალს ამანათები გავაგზავნეთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“.
მონაწილეებმა ინტერაქტიულად განიხილეს რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი სამშვიდობო საქმიანობაში, რა უნდა გაკეთდეს ნდობის ფაქტორის გასაძლიერებლად.
ტრენინგის მეორე ნაწილი 1325 რეზოლუციის განხილვას მიეძღვნა. ჯგუფის წევრებმა იმუშავეს იმ ძირითად აქტივობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს 1325 რეზოლუციის დანერგვას მუნიციპალურ დონეზე.
მონაწილეების შეფასებით, ტრენინგიდან მიღებული ინფორმაციები ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებას სამშვიდობო მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
„ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში: გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250 იმპლემენტაციის ხელშეწყობა“ - ამ რთული თემის განხილვა საინტერესო და სახალისო აქტივობებით მოხდა ტრენინგზე, რომელიც დიდინეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის ჩატარდა.
იყო მსჯელობა აქტუალურ საკითხებზე, ჯგუფური მუშაობა, დისკუსიები, სამშვიდობო ინიციატივების დაფიქსირება და, რა თქმა უნდა, თამაშები, რაც ძალიან უყვართ ბავშვებს...
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობა, სამშვიდობო აქტივობების მნიშვნელობა და შედეგები-ამ თემებზე იმსჯელეს სენაკსა და წყალტუბოში, ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან გამართულ შეხვედრაზე. მონაწილეთა აზრით, წარმატებული ქალების მოსმენა, სამშვიდობო ინიციატივები ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებას და სამშვიდობო საკითხების პოპულარიზებას.
რისი გაკეთება შეუძლიათ ახალგაზრდებს საკუთარ მუნიციპალიტეტებში მშვიდობის კულტურის დამკვიდრებისთვის- ამ საკითხზე კი წყალტუბოსა და სენაკის ახალგაზრდული ჯგუფების წევრებმა ისაუბრეს. შეხვედრამ ორივე ქალაქში დისკუსიის ფონზე , საინტერესო იდეების ერთმანეთში გაცვლით და სამომალო გეგმებზე მსჯელობით ჩაიარა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ხონის მუნიციპალიტეტისა და ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრებმა ,,რეზოლუცია 1325 - ის ,, სტრატეგიით შემუშავებულ აქტივობებზე იმსჯელეს და ქალთა ჩართულობის აუცილებლობა და მნიშვნელობა აღნიშნეს. შემდეგ კი 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს. რაც შეეხება ხონის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებს, ისინი სამოქალაქო ფორუმზე შემუშავებული აქტივობების განსახორციელებლად აქტიურად მუშაობენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის კულტურის დანერგვასა და ნდობის აღდგენის საკითხებში ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ტრენინგი თემაზე: „ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.“
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით