ქუთაისში, სასტუმრო „არგოში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ლიდერობა იძულებით გადაადგილებული და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“. მონაწილეობდნენ თვითდახმარების ჯგუფის წევრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ხაშურის, საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან.  

ამ ტრენინგით დაიწყო პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი. ტრენინგების მიზანია თვითდახმარების ჯგუფის წევრთა მომზადება სათანადო  ცოდნით და უნარებით, დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულთა თემებში სოციალური მუშაობის გაძლიერებისთვის. 

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი იყო: საინტერესო, აქტიური, დინამიური, პროდუქტიული.

ტრენინგის პირველი ნაწილი ქალთა ლიდერობის, ლიდერობის მახასიათებლებისა და ძირითადი კომპონენტების განხილვას დაეთმო. მეორე ნაწილი იმიტაციური სავარჯიშოებით და თემატური ვიდეორგოლებით გაგრძელდა. პრეზენტაციის, თვითპრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის მნიშვნელობა მონაწილეებმა აქტიური  ინტერაქციით დაასაბუთეს. 

მონაწილეთა აზრით, ქალთა ლიდერობის განვითარება მნიშვნელოვანია ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირებისა და უზრუნველყოფისთვის. ლიდერობის თემაზე სხვა ჯგუფებიც გაივლიან ტრენინგებს, ეს ჯგუფი კი ახალ თემაზე იმუშავებს. 



მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე ხონის თვითდახმარების ჯგუფში განხილვის თემა იყო: სახაზინო ანგარიშის შექმნა, ხაზინადარის არჩევა.  ამ ინიციატივის თანახმად, დევნილთა თემში გაიზრდება პასუხისმგებლობა და საერთო ფინანსების მიზნობრივი, ეფექტური მართვა და განკარგვა.

მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ტრენინგებიდან მიღებულ ცოდნასა და უნარებზე - თუ როგორ შეძლებენ მათ გამოყენებას პრაქტიკაში. 

შეხვედრის პროცესში აღინიშნა დასახლებაში არსებული პრობლემები. ჯგუფს  მიეწოდა ინფორმაცია საჭიროებათა კვლევაზე, რომელიც მათ უნდა ჩაატარონ. ბოლოს მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, თემში სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაზე. 

 

„ლიდერობა იძულებით გადაადგილებული და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“ - ამ თემაზე თვითდახმარების ჯგუფის წევრ ქალებთან მეორე ტრენინგი ჩატარდა ზუგდიდში, სასტუმრო „დადიანი ინში“. ამჯერად ტრენინგის ორგანიზატორი იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრი და მონაწილეობდნენ თვითდახმარების ჯგუფის წევრები სენაკიდან, ფოთიდან, წალენჯიხიდან, მესტიიდან, ზუგდიდიდან. 

ტრენერმა და მონაწილეებმა განიხილეს ლიდერობის არსი და მახასიათებლები, გაარკვიეს, რა პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს ქალთა ლიდერობის განვითარება თემს, ყურადღება გაამახვილეს თვითპრეზენტაციის და საჯარო გამოსვლის მნიშვნელობაზე.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში. 

 

 

სენაკის თვითდახმარების ჯგუფის წევრები რეგულარულად იკრიბებიან და აქტიურად მუშაობენ პროექტით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისად. ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ფონდის/ხაზინის შექმნის ფორმატზე და რეგულაციებზე. განიხილეს ფინანსური შემონატანების აღრიცხვის ფორმები და მისი გამოყენების მექანიზმები. განსაზღვრეს პასუხისმგებელი პირები  და უფლება-მოვალეობები. 

პროფესიონალური განვითარებისა და კომპეტენციის ამაღლების მიზნით თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა უკვე გაიარეს ტრენინგები ქალთა ლიდერობის, პრობლემების იდენტიფიკაციის  და პრიორიტეტიზაციის საკითხებზე.  შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი ქალთა ლიდერობის თემას მიეძღვნა.

ჯგუფის წევრების აზრით, ტრენინგები სათემო ლიდერობის საკითხებზე  მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს დევნილთა თემებში პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირებას და სოციალურ ცვლილებებს. 



  • ოთხშაბათი, 27 აგვისტო 2025

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ის ინფორმაციები, რომელსაც ისინი მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე ავრცელებენ. შეხვედრები ქალთა ჯგუფებთან აგვისტოშიც გაგრძელდა. ინფორმირების პარალელურად, ბენეფიციარებთან კომუნიკაცია გრძელდება.

მობილიზატორებს უკვე მიმართეს ქალებმა დახმარებისთვის, კონსულტაციისთვის. ქუთაისის, ხონის, ვანის, წალენჯიხის თემებში ექვსი ახალი ქეისი დაფიქსირდა. ახალი ქეისების იდენტიფიცირება ნიშნავს იმას, რომ მათი დახმარების შესაძლებლობები გაზრდილია. თითოეულმა ქალმა უკვე მიიღო ინფორმაცია, ვის მიმართოს და რა სერვისები გამოიყენოს.  

იდენტიფიცირების პროცესში აქტიურად არიან ჩართული ცენტრების პარასპეციალისტები. სოციალური მუშაობის წარმატებას აძლიერებს  ბენეფიციარების მხრიდან ნდობა და თანამშრომლობის სურვილი. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • ორშაბათი, 25 აგვისტო 2025

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა თემში და ატარებდნენ საინფორმაციო შეხვედრებს. მობილიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების სერვისებსა და პროგრამებზე. 

საინფორმაციო შეხვედრებიდან გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც აქტუალურია თემებში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. სენაკში, ხობში, ჩოხატაურში, თერჯოლაში, წყალტუბოში, ზუგდიდში  ჩატარებულ შეხვედრებზე მონაწილე ქალებმა გამოკვეთეს, რომ აუცილებელია ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა, რათა მათ იგრძნონ რომ არ არიან მარტო. 

აგვისტოში ხუთი რისკის ჯგუფის ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა - ხუთივე ოჯახი ფონდი „სოხუმის“ სერვისების აქტიური მომხმარებელი გახდა. 

შეხვედრის მონაწილეები თვითონაც ავრცელებენ მიღებულ ინფორმაციებს, რაც ახალი ბენეფიციარების მოზიდვას უწყობს ხელს და მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ივლისში გაგრძელდა სამოქალაქო დიალოგი ქუთაისის, ხონის, ხობის ქალთა ჯგუფებში.  მონაწილეებმა მიგრაციის მიზეზებზე, მის ფსიქოსოციალურ შედეგებზე და პრევენციის გზებზე  ისაუბრეს.

საინტერესო იყო მათი ხედვა, რა უნდა გაკეთდეს მიგრაციის შემცირების და მისი შედეგების შემსუბუქების, ემიგრაციაში მყოფი ქალების რეინტეგრაციის და მათ ოჯახებში ფსიქოსოციალური კლიმატის გაუმჯობესების; მიგრანტი მშობლების ბავშვების ემოციური და ქცევითი მდგომარეობის თავისებურებების საკითხში პედაგოგებში ცნობიერების ამაღლების კუთხით. ზოგიერთმა მონაწილემ ამ საკითხზე თავისი გამოცდილება გაგვიზიარა:

„ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ტრავმა დამიტოვა მშობლების ემიგრაციამ, ზოგ მათგანს დღემდე ვებრძვი. ყველაზე უფრო, რაც ემიგრანტი მშობლების შვილებს სჭირდებათ, არის სწორი გარემო“.

„ყველაზე მეტად სკოლის პერიოდი უნდა იყოს მათთვის ჯანსაღი, რადგან სწორედ მასწავლებელმა დააბრუნა ჩემში სინათლე“.

მონაწილეთა ნაწილმა საკუთარი ემოციების გასაჯაროობის სურვილი გამოთქვა: 

„მაქვს ჩანახატები და შეგიძლიათ გააზიაროთ, რომ შემეძლოს, ყველას მივცემდი ძალას, რომ ჩემსავით ისაუბრონ ტკივილებზე“.

„სიამოვნებით ჩავერთვები საინტერესო ისტორიების აკინძვაში. მე თავადაც მაქვს მიგრაციის ხანმოკლე, მაგრამ ტკივილიანი გამოცდილება. სხვაც ბევრი ვიცი, ვინც სიამოვნებით გააზიარებდა თავის ემოციას“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის, ხონის, ხობის ქალთა ჯგუფებში სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებისთვის მზადება იწყება. მას წინ უძღოდა სამოქალაქო დიალოგი მიგრაციის მიზეზებზე, მის ფსიქოსოციალურ შედეგებზე და პრევენციის გზებზე.

შეხვედრებზე საინტერესო მოსაზრებები გააჟღერეს ახალგაზრდებმა, რომელთაც საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გააჩნიათ და მიიჩნევენ, რომ არის უამრავი ფაქიზი თემა, რომლის გააზრება საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მათი დაკვირვებით, ზოგჯერ მშობლები ძვირადღირებული ნივთებით თავისდაუნებურად  შვილების თანატოლებთან გაუცხოებას უწყობენ ხელს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები საინიციატივო ჯგუფებთან, ხდება ღონისძიებების დაგეგმვა და სათანადო რესურსების მოძიება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ღია ცის ქვეშ გამოსვლა, თუნდაც ივლისის თაკარა ამინდში კარგი გამოცდილებაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის.

ორი წარმოდგენა ჩაატარა ფორუმ-თეატრმა ქუთაისში: განახლებულ ცენტრალურ პარკში და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში.

სამწუხაროდ, მაყურებლები ერიდებიან ფოტოგადაღებას და კადრებშიც არ ჩანან...

რაც მთავარია, დისკუსიაში ერთვებიან, იზიარებენ ფორუმ-თეატრის მოწოდებებს, რომ: ძალადობა დაუშვებელია, არ უნდა შევურიგდეთ ძალადობას და  ბულინგს, დავიცვათ ძალადობაგამოვლილი ადამიანი... 

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქალაქის უცხოელი სტუმრების რეაქცია, როცა მსახიობებმა ინგლისურად გააცნეს მათ ფორუმ-თეატრის არსი და მიზანი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • სამშაბათი, 15 ივლისი 2025

ქალების საჭიროებები, სურვილები, განწყობები ყველაზე კარგად მათთან შეხვედრების დროს იკვეთება. ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შეხვედრები ყოველთვიურად ტარდება. განხილვის თემა, ძირითადად, ოჯახში ძალადობის საკითხებს უკავშირდება. 

წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, ვანში ქალთა ჯგუფებთან შეხვედრის დროს  მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხი გამოკვეთეს:

- ქალების დიდი ნაწილი ემიგრაციაშია წასული. არასრულფასოვანი ოჯახი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია. ბავშვებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.  

- ქალებს სამუშაო ადგილები არა აქვთ და სოციალური დახმარება არასაკმარისია. ასეთ ოჯახებში ხშირია კონფლიქტები სოციალურ პრობლემებზე. 

საერთო პრობლემების განხილვის შემდეგ ინდივიდუალურ საკითხებზე იწყება მუშაობა. მობილიზატორების ჩარევით სამ ბენეფიციარს მოუგვარდა პრობლემა თერჯოლაში, ვანში და წყალტუბოში. პრობლემები საჭიროებდა სოციალური მუშაკის, იურისტის და ფსიქოლოგის ჩართულობას. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები