სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-17 სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია გენდერული საჭოროებების კვლევის შესახებ.
კვლევა ჩატარდა მაისში. გამოიკითხა 200-ზე მეტი ადამიანი. კვლევის მასალების ანალიზის შემდეგ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და წარუდგენენ ადგილობრივ საკრებულოს, რათა ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას გამოვლენილი საჭიროებები.
ამ საკითხებზე მოგვითხრობს სიუჟეტი ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
პროექტის „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ქუთაისის, ოზურგეთის და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა თავიანთ რეგიონებში ჩაატარეს მორიგი კვლევა, რომელმაც ადგილობრივი გენდერული ჯგუფების სპეციფიკური საჭიროებები გამოავლინა.
კვლევის მასალები საფუძვლად დაედება მუნიციპალიტეტების 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტისთვის წინადადებების შემუშავებას, რომელსაც ამ ქალაქების გენდერული საკონსულტაციო საბჭოები უხელმძღვანელებენ.
 
გადაცემა შეეხო საკითხებს -  გენდერული საკონსულტაციო საბჭოების საერთო სტრატეგია, მთავარი მიმართულებები გენდერული პოლიტიკის დანერგვისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ბიუჯეტირების კუთხით.
პროექტის ასისტენტებმა შეაჯამეს საპროექტო წელიწადის შედეგები, ისაუბრეს მიღწევებსა და გამოწვევებზე.
აღინიშნა, რომ ქუთაისის, სენაკისა და ოზურგეთის თვითმმართველობები ინტერესით უყურებენ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებს, მხარს უჭერენ მის ინიციატივებს.
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ლელა ნაცვალაძემ ისაუბრა თვითმმართველობის მხარდაჭერაზე არა მხოლოდ პოლიტიკის დონეზე, არამედ პრაქტიკაში, რისი შედეგია ის, რომ ოზურგეთის ბიუჯეტი პარლამენტის გენდერული საბჭოს მიერ აღიარებული იქნა ყველაზე გენდერულ ბიუჯეტად. ამას თვითმმართველობა გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად მიიჩნევს.
მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნა - ეს არის გაუმჯობესებული გენდერული პერსპექტივები და გამოცდილების გაზიარება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პარლამენტთან თანამშრომლობას. ითქვა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა და ახლა ხდება საკითხების განსაზღვრა გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელისა და პარლამენტის გენდერული საბჭოს ერთობლივი საქმიანობისთვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ტელეკომპანია „რიონმა“ მოამზადა და ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ფონდი „სოხუმის“ პროექტს „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და  დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ - შეხვედრებს იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის მიზნით.

სიუჟეტში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა მაყურებელს გააცნო  პროექტის მიზნები და ამოცანები, მისი მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებისათვის. შეეხო მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების როლს და სამოქალაქო ჩართულობას, როგორც გენდერული თანასწორობის მიღწევის  ეფექტურ  იარაღს.

საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის (ადამიანი გაჭირვებაში) წარმომადგენელმა ისაუბრა 4 პარტნიორ ორგანიზაციასთან, მათ შორის  ფონდ „სოხუმთან“ ერთად თვითმმართველობებთან თანამშრომლობით განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე. მაყურებელმა მიიღო ინფორმაცია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტებზე საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რაც ევროპაში, მათ შორის ჩეხეთში არსებული პრაქტიკის დანერგვაა და ხელს უწყობს რეალური თვითმმართველობის განხორციელებას.

 
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

როგორია ქალთა მონაწილეობა წარმომადგენლობით ორგანოებში, ჰყავს თუ არა სახელისუფლებო წრეებში მხარდამჭერები არასამთავრობოთა ინიციატივას - კანონმდებლობის დონეზე მოხდეს გენდერული კვოტირების განსაზღვრა - საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება დააფიქსირეს ფონდი „სოხუმის“, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლებმა.

როგორც სიუჟეტში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე აღნიშნავს, გენდერული კვოტირების საკითხს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. მისი აზრით, საჭიროა პარლამენტში, პოლიტიკურ პარტიებში, საზოგადოებაში კვოტირების  პოზიტიური ასპექტების სწორად გააზრება და კონსესუსის მიღწევა. თუმცა, სადღეისო მდგომარეობა, როცა საქართველო ქალთა წარმომადგენლობით 150-დან 116-ე ადგილზეა - არავისთვის არის მისაღები. ეს გამოჩნდა პარლამენტის სხვა წევრების ინტერვიუებშიც.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გავიდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შემაჯამებელი გადაცემა.

გადაცემის პირველი ნაწილი ეხებოდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ სენაკში ჩატარებულ კონფერენციას. აღნიშნულთან დაკავშირებით ცალკე მომზადდა სპეციალური სიუჟეტი. 

გადაცემის მეორე ნაწილში საუბარი იყო საბჭოს სამწლიანი საქმიანობის  რეზულტატებზე, რამაც თვალსაჩინო გახადა გენდერული მიდგომების აუცილებლობა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.

გადაცემის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭო კვლავაც გააგრძელებს თავის საქმიანობას, როგორც  ახალი ინსტიტუციური მექანიზმი.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

რადიო „ძველი ქალაქის“ პირდაპირი ეთერით გავიდა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული გადაცემა. მასში აისახა ბროშურის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციის მასალები. სიუჟეტში გაჟღერდა ინტერვიუები, რას ფიქრობენ და რა ტიპის საფრთხეებს გრძნობენ ქალები ფოთსა და სოფელ ხურჩაში, რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული რისკების შესამცირებლად. გადაცემას ორი სტუმარი ყავდა -  ფონდი „სოხუმის“ პროექტის ასისტენტები, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებზე და მიღწეულ შედეგებზე.  

 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით გავიდა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოცემული პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციას ასახავდა.   ღონისძიება სენაკის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიუჟეტის ძირითადი ღერძი ისეა აგებული, რომ შეკრებილი აუდიტორიის მოსაზრებები  უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციიდან არის ასახული. 

ყველა გამომსვლელი აფიქსირებს, რომ კვლევის შედეგები იძლევა საშუალებას, სხვადასხვა სამსახურმა საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს, ყველა მიმართულებით დაიწყოს მუშაობა, რადგან არის საკითხები, რომელთა  ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტა უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად შეცვლის.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
გადაცემაზე გამოიკვეთა, რა როლი შეასრულა ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ, როგორც ადგილობრივმა საზოგადოებრივმა  რგოლმა გენდერული პერსპექტივების ხელშეწყობისათვის და როგორც შუამავალმა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასა და თვითმმართველობას შორის. რამდენად შეძლო მან, ეთქვა თავისი სიტყვა, როგორც გენდერული იდეების „გამტარმა“ და რა შეიცვალა არსებულ მიდგომებსა, პოლიტიკასა და პრაქტიკაში. როგორი პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ - რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება და როგორ  გაგრძელდება დაწყებული საქმიანობა...
გადაცემის სტუმრებმა - გენდერული საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, დასახელდა კონკრეტული მიღწევები, მათ შორის - მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, რომლებიც საბჭოს მიერ იყო ინიცირებული, გათვალისწინებული კონკრეტული რეკომენდაციები. საუბარი შეეხო  ძირითად გამოწვევებს.
როგორც გადაცემაზე გაცხადდა, პროექტის დასრულების მიუხედავად, საბჭო აგრძელებს აქტიურ საქმიანობას ადგილობრივი გენდერული პერსპექტივების ხელშეწყობისათვის.
 
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

33-ე ბაგა-ბაღი პირველი ნოვატორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა ქუთაისში, სადაც მასწავლებლისა და მშობლის კუთხესთან ერთად ბაბუების კუთხეც არსებობს.
„ბაბუს კლუბი“ საერთო იდეებით გაერთიანებულმა ბაბუებმა დააფუძნეს. ამჟამად კლუბში 12 წევრია. მისი დაფუძნების ძირითადი მიზანია სასარგებლო საქმეების კეთება, რაც პატარა შვილიშვილების და 33 ბაგა-ბაღის საკეთილდღეოდ აქვთ ჩაფიქრებული.
იდეა ბევრი აქვთ, თუმცა მათი განხორციელებისთვის აქტიურ ბაბუებს ხშირად  არასაკმარისი ფინანასები აბრკოლებთ.
ამას და კიდევ ბევრ საინტერესოს - „რიონის“ საკვირაო გადაცემაში გასული სიუჟეტიდან შეიტყობთ.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია

„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები