ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასული სიუჟეტი სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს. როგორც პროექტის ასისტენტი თავის ინტერვიუში აღნიშნავს, საბჭოს მორიგ სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ჩატარებულ გენდერულ საჭიროებათა კვლევის შედეგები და მუშაობა დაიწყეს თვითმმართველობისათვის წარსადგენ სარეკომენდაციო წინადადებებზე. იყო საუბარი ახალ გენდერულ საპროექტო იდეებზეც.
საბჭოს წევრებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს გენდერული საბჭოების ქსელის შექმნა, რომელსაც სენაკის საბჭოც შეუერთდა.
როგორც ითქვა, ყოველ საბჭოს აქვს თავისი გამოცდილება და ქსელი საშუალებას იძლევა, ეს ფართოდ იქნეს გაზიარებული. დაანონსდა ფორუმი, რომელიც სენაკის საბჭოს ეგიდით ჩატარდება და მასზე ქსელის ოზურგეთის, ბათუმის და ქუთაისის წარმომადგენლებიც იქნებიან მოწვეული.
სხდომას ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, რომელთაც მაღალი შეფასება მისცეს სენაკში გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მჭიდრო თნამშრომლობით მიმდინარე საქმიანობას. ეს ეხებოდა ქალთა მონაწილეობის გაზრდას, საბიუჯეტო პრიორიტეტების შერჩევას, გენდერული ბიუჯეტის პრაქტიკის დანერგვას, დონორების მოძიებას. დადებითად შეფასდა 2015 წლის ბიუჯეტში დანერგილი ახალი პროგრამები, რომლებიც პასუხობს მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს. გამოითქვა იმედი, რომ ამ მიმართულებით ჩატარებული საქმიანობა კიდევ უფრო გაიზრდება 2016 წლისათვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
სენაკის „ეგრისის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის მოსამზადებელ სამუშაოებს შეეხო. როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, ჩატარებულ ვორკშოპზე დაზუსტდა სამიზნე ჯგუფები, კვლევის მეთოდოლოგია, შემსრულებლები. მათი აზრით, კვლევის მიზანია სოციალურად ორიენტირებული ადგილობრივი ბიუჯეტი, ადგილობრივი რესურსების უფრო სამართლიანი განაწილება, რასაც კვლევის შედეგად მიღებულმა რეკომენდაციებმა უნდა დაუდოს საფუძველი.
ტელეკომპანიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი გენდერული საჭიროება მოხვდა. ეს არის ქალთა დაცვა ოჯახში ძალადობისაგან, რომელსაც ფონდი „სოხუმის“ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ორგანიზებული ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები ემსახურება. რა სერვისები გააჩნია ქალთა მხარდაჭერის ცენტრს და რამდენად კმაყოფილი არიან ბენეფიციარები - ამ საკითხებზე საუბრობენ მიკროფონთან ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი, იურისტი, შეხვედრის მონაწილეები - ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
გამოვიდა ყოველთვიური ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის მეცხრე ნომერი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, მასში ასახულია სექტემბრის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები.
სტატისტიკა ასეთია: ჩატარდა 81 აქტივობა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 916 ადამიანმა.
ბიულეტენი აღწერს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გამოვიდა ყოველთვიური ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის მეოთხე ნომერი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
შეჯამდა აპრილის განმავლობაში გაწეული მუშაობა.
როგორც ბიულეტენშია აღნიშნული, აპრილში ჩატარდა 87 აქტივობა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 1081 ადამიანმა.
ბიულეტენი აღწერს ექვსივე ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობას და კონკრეტულ შედეგებს.
გადმოწერა >>> საინფორმაციო ბიულეტენი
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გამოვიდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის მე-10 ნომერი. ის აჯამებს თვის განმავლობაში ჩატარებულ აქტივობებს პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.
ნომერში მოთხრობილია ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობისა და წარმატებული შედეგების შესახებ.
ბიულეტენის მიხედვით, ოქტომბერში ჩატარდა 82 აქტივობა. მონაწილეობა მიიღო 995 ადამიანმა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის 6 ცენტრი, შეხვედრები და კონსულტაციები, სიახლეები და ინიციატივები, თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადვოკატირებული და მოგვარებული პრობლემები, ქალებისა და გოგონების უკეთესობისკენ შეცვლილი ცხოვრება...
აგვისტოს თვეში 77 აქტივობა და 838 მონაწილე...
უფრო დეტალურად - ფონდი „სოხუმის“ ყოველთვიური ბიულეტენის მერვე ნომერში.
ფაილის >>>> გადმოწერა <<<<
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
იანვრიდან დაიწყო განხორციელება ახალი პროექტისა „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.
პროექტის ფარგლებში გამოდის ყოველთვიური ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც აჯამებს თვის განმავლობაში ჩატარებულ აქტივობებს, აქტივობებში ჩართული ადამიანების რაოდენობას, მიღწეულ შედეგებს.
ბიულეტენის მესამე ნომრის მიხედვით, მარტში ჩატარდა 82 აქტივობა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 995 ადამიანმა.
მიღწეულია გარკვეული ცვლილებები და უკეთესობისკენ შეიცვალა რამდენიმე ქალის ცხოვრება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



შეხვედრის ბოლოს ტელეკომპანია „გურიამ“ ინტერვიუები ჩაიწერა სიუჟეტისთვის.
მანამდე კი ოზურგეთელი ჟურნალისტები დაესწრნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომას, რომელიც მიეძღვნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგებს. ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანია კვლევა, რადგან მის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები აუცილებლად აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში.
მედიის წარმომადგენლები მიადევნებენ თვალს პროცესს - გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციიდან - ადგილობრივი ბიუჯეტის კონკრეტულ მუხლამდე...
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
რა გამოვლინდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად და რას გეგმავს საბჭო იდენტიფიცირებული საჭიროებების ადვოკატირებისათვის; როგორ აფასებენ საბჭოს წევრები ქსელის შექმნას და რა მოლოდინები აქვთ გაზრდილი კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფონზე; რომელი საკითხების ინტეგრირებას ისახავენ მიზნად მომდევნო წლის ბიუჯეტში და რა გამოწვევებს ხედავენ საბჭოს საქმიანობისათვის.
სენაკის გენდერული საბჭოს წევრების მოსაზრებები რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით ფონდის რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტში გაჟღერდა:
„საბჭოები აქამდეც ვცდილობდით ინფორმაციის გაცვლას, მოხარული ვართ, რომ ქსელი ამის მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“; „შარშან ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებული იქნა საკრებულოს მიერ. იმედს ვიტოვებთ, რომ წელს ეს მეტი წარმატებით განხორციელდება“; „საბჭოს მიერ იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. გენდერული თემატიკა აღარ არის ისე უცხო საზოგადოებისთვის. ახლა მეტი გვაქვს გამოცდილებაც და რესურსიც, ამიტომ ვფიქრობთ, დაწყებულ საქმეს მეტი წარმატებით გავაგრძელებთ“.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
„ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდა ფონდი „სოხუმის“ რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას ეხება. საბჭოს წევრები საბჭოს მიერ ინიცირებულ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე, თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე, დაგეგმილ ან უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე გვიყვებიან.
სიუჟეტში ხაზგასმულია საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევების მნიშვნელობა, რომელთაც დასაბამი მისცეს თვითმმართველობისათვის წარსადგენ რეკომენდაციებს და პროექტებს, რომელთაც საბჭო ახორციელებს სკოლამდელი განათლების სერვისის განვითარების, ბაღების პერსონალის გენდერული განათლების ხელშეწყობის კუთხით.
სიუჟეტში ითქვა, რომ 5 წელია გენდერული თანასწორობის კანონი არსებობს, რომელიც თვითმმართველობას ავალდებულებდა, კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა ადგილობრივი საკანონმდებლო აქტები, რაც არ მომხდარა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით გენდერული ბიუჯეტის პრაქტიკის დამკვიდრებაა, რომელიც, საბჭოს წევრების განცხადებით, საბჭოს საქმიანობაში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. გამოითქვა რწმენა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გენდერული მიმართულებები ბევრად უფრო თვალსაჩინო იქნება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით