წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მიგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა გაიგეს, რას გულისხმობს ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა, რა რისკები ახლავს უკანონო მიგრაციას და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.
მონაწილეებმა შეხვედრა შეაფასეს,როგორც საჭირო და აუცილებელი.
იმავე დღეს,21 თებერვალს შეხვედრა წყალტუბოს ახალგაზრდულ ჯგუფებთანაც გაიმართა. მონაწილეებმა პროფესიული ორიენტაციის საკითხზე ინფორმაცია მოისმინეს. ახალგაზრდებმა დიალოგი დადებითად შეაფასეს.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თვისებრივი კვლევის ჩასატარებლად ემზადებიან.
მონაწილები გაეცნენ ფოკუს ჯგუფსა და ჩაღრმავებული ინტერვიუს კითხვარს, მიიღეს ინსტრუქცია კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და გადაინაწილეს დავალებებიც.’
პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუთაისის ახალაზრდული კლუბის წევრებთან.ისინი ფორუმ თეატრის შესაქმნელად ემზადებიან.
ამისთვის კი რამდენიმე საფეხურის გავლა მოუწევთ.
ახალგაზრდები რამდენიმე სცენას გაეცნენ, მოისმინეს ინფორმაცია ფორუმ თეატრის არსისა და მისი დანიშნულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ასევე მოკლე სცენარის შედგენასთან დაკავშირებით დავალებაც მიიღეს.
,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება" - ამ თემაზე სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებს ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდებსა და უნარებზე მიეწოდა. შეირჩა რესპოდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.
ფასილიტატორებთან ერთად გაანალიზდა მოსალოდნელი რისკებიც
შეხვედრა გაიმართა სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთანაც.მათ მიერ ჩატარებული ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს საინტერესო დისკუსიის გარეშე არ ჩაუვლია.განხილვის თემები ოჯახური ძალადობა, ბულინგი, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა იყო.
სწორედ ინტერაქცია და აქტუალურ თემებზე დისკუსია არის ფორუმ -თეატრის მთავარი მახასიათებელი, რომელიც ამ ფორმატის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს განაპირობებს.
,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება" - ამ თემაზე სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანი, სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, აპარატთან შექმნილი ორი პლატფორმის - ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრებს შეხვდა.
მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გენდერულ მრჩეველთა ჯგუფების შექმნის მნიშვნელობაზე და ამ გამოცდილების უკეთ შესწავლის საკითხი დააყენა საქართველოში რეპლიცირების მიზნით.
„მინდა მოგიყვეთ არაჩვეულებრივი ქალბატონის შესახებ. მან მე ცხოვრების სხვა მხარე დამანახა - ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო! ქალბატონო მანანა, თქვენ ჩემი უახლოესი მეგობარი გახდით. ძალიან მენატრება თქვენთან საუბრები, მადლობა თქვენთან გატარებული ყოველი დღისთვის!“ - ეკა ჯ.
ამ წერილის ადრესატია ჩვენი ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე, რომელიც ბევრს მუშაობს ქალებთან. პირისპირ შეხვედრების დროს. ინტერნეტით. მუშაობს 10 მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ფონდი „სოხუმის“ სათავო ოფისში, სარეაბილიტაციო ცენტრში. და მადლიერებაც ხშირად ისმის მისი მისამართით.
ქალების შეცვლილი ცხოვრება ფსიქოლოგისთვის მუშაობის დიდი სტიმულია.
ამ კრებულში 10 მოდულია. ეს არის ახალგაზრდებთან ტრენინგების ჩატარების მოკლე ჩანაწერები. ტრენინგები ტარდება დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (სამტრედია, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი).
სატრენინგო მოდულების კრებული დახმარებას გაუწევს მათ, ვინც ახალგაზრდებთან მუშაობს კონფლიქტის მართვის თუ გენდერულ საკითხებზე. ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ტრენერული უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- უკრაინელი ქალის ბავშვი ფოთიდან ქუთაისში ჩამოიყვანეს საავადმყოფოში. სანამ პატარა რეანიმაციაში იყო, დედა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრობდა. ის დღეები ორივეზე ვზრუნავდით - დედაზეც და ბავშვზეც. ვიყიდეთ ყველაფერი, რაც ბავშვს დამატებით სჭირდებოდა: პამპერსი, საკვები, წამალი. ახლა ის უკვე გამოწერეს და თავს კარგად გრძნობს, - ამბობს სოფი წირღვავა, უკრაინელებთან მუშაობის ასისტენტი.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ კიდევ რამდენიმე ადამიანს გაუწია ასეთი სახის დახმარება: ორ ონკოდაავადებულს აუნაზღაურდა კვლევების თანხიდან 375 და 370 ლარი. ერთ ქალს დავეხმარეთ ქიმიოთერაპიის რეფერალური დაფინანსების მიღებაში.
კვლავინდებურად გრძელდება დახმარება ბინის დაქირავების (გაიცა 19 ოჯახზე) და კომუნალური გადასახადების კუთხით (ეს დახმარება მიიღო 5-მა ოჯახმა). განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პროდუქტების გაცემას. ამ თვეში 20-მა ოჯახმა მიიღო სურსათი და ჰიგიენური საშუალებები.
ჩვენს საინფორმაციო ბაზას თებერვალში 15 ადამიანი დაემატა და უკვე 467 ადამიანია.
მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის პრევენციული ღონისძიებების (ინსტრუმენტების) ეფექტიანობას.
თვითმმართველობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს და ახალ მიდგომებს პრევენციული მექანიზმების გასაძლიერებლად.
თებერვალში ჩატარდა 15 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 3 ფოკუს-ჯგუფი პედაგოგებთან, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ძალადობის მსხვერპლებთან და რეფერირების სხვადასხვა სუბიექტთან ადგილობრივ დონეზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საპროექტო აქტივობების ეფექტიანობის და მიღწევების შეფასებისთვის მონიტორინგის ჯგუფი აქტიურად ატარებს შიდა მონიტორინგს. ასევე მოხდება მიღებული გაკვეთილების იდენტიფიცირება, დასკვნების გამოტანა და შემუშავდება რეკომენდაციები საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.
ონლიან ანკეტირებამ 10 სამიზნე მუნციპალიტეტში მოიცვა პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები. თვისებრივი ინფორმაციის მიღების მიზნით კი ჩატარდა 6 ჩაღმავებული ინტერვიუ და 4 ფოკუს-ჯგუფი, იყვნენ სამიზნე ქალაქების ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მონიტორინგში ჩართულმა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ვებგვერდის https://sosfsokhumi.ge/ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს სერიოზული საინფორმაციო ბაზაა ოჯახში ძალადობის კუთხით და პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული მისი პოპულარიზაციის მასშტაბების გაზრდა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის
მხარდაჭერით (კანადა)
ძვირფასო უკრაინელო ქალებო!
ერთი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. ქალთა ფონდი „სოხუმი“ ისევ უდიდეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ქალებს და მათ ოჯახებს!
ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ, რითაც შეგვეძლო ვეხმარებოდით და კვლავაც ვეხმარებით უკრაინას და ამ ქვეყნიდან ლტოლვილებს:
პირველ დღეებში ჩვენ შევაგროვეთ 10 000 ლარი და ამანათები გავაგზავნეთ.
8 მარტს ჩავატარეთ სოლიდარობის აქციები ქუთაისში და სხვა მუნიციპალიტეტებში.
გადავიღეთ ვიდეორგოლები.
დავეხმარეთ ოკუპირებული მელიტოპოლის ქალებს - გავუგზავნეთ მათ 55 800 გრივნა და მოხალისე ქალებმა თანაქალაქელებისთვის შეიძინეს საკვები და წამლები.
აპრილში, როცა უკრაინიდან პირველი ლტოლვილები გამოჩნდნენ საქართველოში, შევქმენით მხარდაჭერის ჯგუფი და დავიწყეთ მათი დახმარება.