ექვსთვიანი მუშაობის დასრულება ვაჟებთან

1 2 3 4 5 6 7 8 9

ფონდმა „სოხუმმა“ წელს პირველად დაიწყო მუშაობა ვაჟებთან. ეს არის 6-თვიანი შეხვედრების ციკლი ერთსა და იმავე ჯგუფებთან.

პროექტის ამ კომპონენტის მიზანია - ამაღლდეს ვაჟთა განათლების დონე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში, რათა მათ გაითავისონ, რომ მამაკაცები მემკვიდრეობით არ არიან აგრესიულები და მათ აქვთ განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა.

მუშაობა წარიმართა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ლანჩხუთის და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლებში.

ივლისში გაიმართა ბოლო, მეექვსე შეხვედრა ვაჟებთან. შეხვედრებზე იყო შემაჯამებელი სავარჯიშოები და თამაშები, საუბარი საზოგადოებრივი სტერეოტიპების მანკიერ მხარეზე, თამაშის „რა? სად? როდის?“ ანალოგი. ნაჩვენები იყო ანიმაცია. ბიჭებმა მცირე როლური თამაშებიც კი მოასწრეს.

უკუკავშირის დროს მონაწილეებმა გულახდილად ისაუბრეს ექვსთვიანი მუშაობის ეფექტურობაზე. აღნიშნავდნენ, რომ ყველა შეხვედრა მათთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაზე გამოადგებათ.

და კიდევ: გული წყდებათ პროექტის დასრულების გამო. თუმცა იციან, რომ ახლა ახალი ჯგუფები გაივლიან ასეთ საინტერესო ექვსთვიან ციკლს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები