ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება გვიშტიბში, ხაჯალიაში, ანასეულში

1 2 3

„ჩემთვის აუცილებელია კლუბის შეხვედრებში მონაწილეობა, რადგან ბევრი კომპლექსი მეხსნება და უფრო აქტიური ვხდები“, - ეს ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებია.

სექტემბერში კლუბებში 9 შეხვედრა გაიმართა თემაზე: „გენდერული ძალადობა. ფორმები, სახეები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“. ბოლო სამი შეხვედრა ჩატარდა გვიშტიბში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ხაჯალიაში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ანასეულში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

ამ სკოლებში პირველად ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბები. ამიტომ მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ფონდ „სოხუმზე“, კლუბებზე და გაუჩნდათ თანამშრომლობის სურვილი.

თემის განხილვა აქტიურად წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს სტერეოტიპულ აზროვნებაზე, ცხოვრებისეულ მაგალითებზე, პრევენციის აუცილებლობაზე. კლუბების ახალ წევრებს აქვთ მოტივაცია, ჩაერთონ მუშაობაში და შედგომში თანატოლებს შორის გაავრცელონ მიღებული ინფორმაცია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები