ახალგაზრდული კლუბების შემაჯამებელი შეხვედრები ხონში, ფოთში, ქუთაისში

1 2 3 4 5 6 7

ხონში, ფოთსა და ქუთაისში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების შემაჯამებელი შეხვედრები.

ეს იყო იმ თემების თავისუფალი არჩევანი, რომლებზეც 5 თვის მანძილზე  მუშაობდნენ ახალგაზრდები. მათ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ძალადობის, ტოლერანტობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხებზე.

გაიმართა ჯგუფური მუშაობა და დისკუსიები. მონაწილეები აქტიურად მსჯელობდნენ ძალადობის მიზეზებზე ახალგაზრდებში, ოჯახის როლზე მოზარდის აღზრდაში, სტერეოტიპებსა და საზოგადოების გულგრილობაზე ძალადობის პრობლემების მიმართ.

ორი მონაწილის უკუკავშირი ასეთია:

„მე ძალიან მომწონს არაფორმალური შეხვედრები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს პიროვნების განვითარებაზე. ამას მე თვითონ ვგრძნობ საკუთარ თავზე“.

„მე გავხდი ძალიან აქტიური, საინტერესო მოსაუბრე. ჩემი მომავალი პროფესია ამ შეხვედრების კურსმა განაპირობა“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები