ახალგაზრდული კლუბები ფოთში, თერჯოლაში, დიდი ნეძში

1 2 3 4 5

ფოთის საჯარო სკოლაში, თერჯოლის კერძო სკოლასა და დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები.

გენდერული ძალადობა, ფორმები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის -  ასეთი იყო შეხვედრების თემა.

ძირითადი თემის განხილვის შემდეგ იყო ჯგუფური თამაშები, ძალადობის სცენების წარმოდგენა: ძალადობა ოჯახში, სკოლაში, ცოლ-ქმრული კონფლიქტები. მოზარდებმა  დამოუკიდებლად იმუშავეს, ბევრი პირველად მონაწილეობდა მსგავს აქტივობაში. მათ კარგად დაინახეს ძალადობის ფორმები და ნეგატიური შედეგები. ისიც გაიგეს, როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი ძალადობისგან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები