პრეს-რელიზი
28 თებერვალი, 2017 წელი, ქუთაისი
ქალთა შესაძლებლობების განვითარება
კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად
2017 წლის 15 იანვრიდან შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ფონდმა „სოხუმმა“ მუშაობა დაიწყო ახალ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების განვითარებას მათი უფრო მაღალი საზოგადოებრივი როლისათვის, კონფლიქტის პოზიტიურ ტრანსფორმაციაზე გავლენისა და მდგრადი მშვიდობის შენებისათვის.
პროექტის ხანგრძლივობა - 15.01.2017–15.01.2018.
საპროექტო საქმიანობა განხორციელდება დასავლეთ საქართველოში.
პროექტის საჭიროება დასაბუთებულია იმით, რომ, გავრცელებული პრაქტიკით, კონფლიქტის ორივე მხარეს ოფიციალურ სტრუქტურებში მამაკაცები დომინირებენ, მაშინ, როდესაც ქალებს შეუძლიათ, იყვნენ წარმატებული „მესამე სექტორში“. ქალების პოტენციალი და გამოცდილება ასევე ძალიან მცირე დოზით არის გამოყენებული სახალხო დიპლომატიაში.
პროექტის მიხედვით, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა ახალგაზრდებთან, განსაკუთრებით გოგონებთან, რომლებიც გახსნილი არიან დიალოგისთვის და შეუძლიათ, მიაღწიონ კომპრომისს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში და მშვიდობის მშენებლობაში ქალთა მონაწილეობის საკითხებზე.
პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდა ქალები, რომლებიც მიიღებენ სამშვიდობო აქტივობების კუთხით საჭირო უნარებს; ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან კონფლიქტის დარეგულირების პროცესში; სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც მოიაზრებიან მომხრეებად პროექტის მთავარი მიზნის მიღწევაში.
პროექტის შედეგად შეიქმნება უსაფრთხო პლატფორმა კონფლიქტის მხარეების ქალთა აქტიური ჯგუფების დიალოგისთვის ჰუმანიტარულ პრობლემებზე და მათი მოგვარების ეფექტურ გზებზე; გაიზრდება ქალთა როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ჩატარდება კვლევა, შემუშავდება წინადადებები და რეკომენდაციები საზოგადოებისთვის წარსადგენად; ჩამოყალიბდება პოზიტიური საზოგადოებრივი აზრი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე, მათ შორის მდგრადი მშვიდობისა და ადამიანური უსაფრთხოების საკითხებში; საზოგადოებაში გავრცელდება ინფორმაცია „ქალთა დიპლომატიის“ წარმატებული გამოცდილების შესახებ, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება კონფლიქტების პოზიტიური ტრანსფორმაციის და მდგრადი მშვიდობის შენების გზაზე.
# საკონტაქტო ინფორმაცია:
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ქუთაისი, მგალობლიშვილის №6
ტელ: 27-29-02
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით