მთავარი აქცენტები მრგვალ მაგიდაზე რეფერალური სუბიექტების მონაწილეობით

1 2 3 4 5 6 7

ფონდ „სოხუმში“ მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „სამედიცინო პერსონალის როლის გაზრდა ძალადობის ფაქტების იდენტიფიკაციაში და რეფერალურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების პერსპექტივები.“

შეხვედრას ესწრებოდნენ სამედიცინო სფეროს, პროკურატურის, შსს საქალაქო სამმართველოს, მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, იურისტები, პედაგოგები. რამდენად არის ჩართული სამედიცინო პერსონალი ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებაში, რა ვალდებულებები აკისრია და რა გზებითაა შესაძლებელი აქტიური მონაწილეობა პრევენციასა და მსხვერპლის დახმარებაში - ძირითადი აქცენტი ამ საკითხებზე გაკეთდა. მონაწილეებმა ისაუბრეს ცალკეული სუბიექტების მუშაობის პროცესში არსებულ ხარვეზებზე. დაფიქსირდა წინადადებები სამედიცინო პერსონალის როლის გაზრდისა და რეფერირების სუბიექტებს შორის კოორდინაციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები