შეხვედრები იურისტებთან ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში

1ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა ივნისში საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრები  ჩაატარეს ქუთაისში, ოზურგეთში, ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

ინდივიდუალურ შეხვედრებზე სხვადასხვა პრობლემა დაისვა: უკანონო მიშენება, სასამართლოში მოწმედ გამოძახება, ოჯახში ძალადობა, შემაკავებელი და დამცავი ორდერები. მონაწილეებს მიეცათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება მობილურ ტელეფონებში „112 SOS“ პროგრამის ჩამოტვირთვა, რის საშუალებითაც ყოველგვარი დარეკვის გარეშე დაუკავშირდებიან პოლიციას.

შეხვედრების მონაწილეები კმაყოფილები რჩებიან, რადგან პროფესიონალებისგან საჭირო ინფორმაციას იღებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები