ფსიქოლოგების მუშაობა ივნისში

1ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგები ივნისში სხვადასხვა მეთოდით მუშაობდნენ: სატელეფონო კონსულტაცია – 7 ზარი, კონსულტაცია სკაიპით – ფოთსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

მეტი იყო ინდივიდუალური თერაპია. აი რამდენიმე მაგალითი:

35 წლის ქალი - დეპრესია, მუშაობა წარიმართა არტთერაპიით, კონსულტაციისთვის გაიგზავნა ფსიქიატრთან.

30 წლის ქალი - ძველი წყენა და შიშები. მუშაობდნენ ასოციაციური ბარათებით, არტთერაპიის გამოყენებით ემოციების კონტროლისა და რესურსების მოძიებისთვის

24 წლის ქალი - სწავლობდნენ დედამთილთან ურთიერთობას, ქცევის სოციალურ როლებს, ემოციების კონტროლს.

მუშაობა მიმდინარეობდა ქუთაისელ, ფოთელ, ოზურგეთელ და ხურჩელ (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ბენეფიციარებთან, ხოლო სოფელ ორსანტიაში გაიმართა ჯგუფური შეხვედრა ქალებთან - ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მცირე პროექტის მონაწილეებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები