საპროექტო აქტივობები თერჯოლაში

1 2 3 4 5 6

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ძალადობის ბორბალი“ ფარგლებში კიდევ ორი აქტივობა განხორციელდა. მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბა ყველა თაობის წარმომადგენელი. მთავარი ხაზი იყო აქტუალური თემა: „სიყვარული, ძალადობა, სუიციდი“. გულისტკივილით საუბრობდნენ პრობლემაზე შეხვედრის მონაწილეები: მოზარდები, პედაგოგები, მოძღვარი, სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, ჟურნალისტი. არა მხოლოდ რეალობის შეფასება, არამედ გამოსავლის ძიება, პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება -  ეს იყო უმთავრესი მიზანი.

ჩატარდა მეორე აქტივობაც - ტრენინგი პროექტის ფარგლებში შექმნილი ქალთა კლუბის წევრებისთვის თემაზე: „ოჯახში ძალადობა, მისი ფორმები და ეროვნული რეფერალური მექანიზმები“. კლუბი პრობლემაზე აქტიურ მუშაობას აპირებს და ეს ტრენინგი ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები