ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ქუთაისში

1 2 3

მორიგ შეხვედრაზე ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმას გადახედეს და შესრულებული სამუშაოები შეაფასეს. პრობლემა, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა კონკრეტულ თემში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით უკვე გადაიჭრა. 

- ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში წარმოქმნილი დაპირისპირების დაბალანსებას ადრეულ სტადიაში და შექმნის არაკონფლიქტურ გარემოს, - აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა.    

საინიციატივო ჯგუფი მომდევნო თვეში იმ პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავებს, რომელიც  საინფორმაციო შეხვედრების დროს გამოიკვეთა სხვადასხვა თემში.

შეხვედრა ქუთაისში მე-17 ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები