ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობა სოფლებში

1 2

სოფელ ხურჩაში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ და პრობლემების იდენტიფიკაციაზე იმუშავეს.

- მოუგვარებელი სოციალური პრობლემები, ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, სამედიცინო პუნქტის არარსებობა - ეს ის მიზეზებია, რომლებიც ხურჩის თემში (ხურჩა, კოკი) კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.

შეხვედრის მონაწილეებმა პრობლემის ანალიზზე იმუშავეს: რა განაპირობებს კონფლიქტურ სიტუაციას, რამდენად არის შესაძლებელი მისი მოგვარება.

ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობაზე გაამახვილეს ყურადღება და  აღნიშნეს მისი განსაკუთრებული როლი ადრეულ სტადიაში კონფლიქტების მოგვარებაში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები