მონიტორინგის ჯგუფი მოძალადის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა

1 2 3 4 5

ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა სექტემბერში მოძალადის რეაბილიტაციის საკითხის შესწავლა გადაწყვიტა. თვისობრივი ინფორმაციის შეგროვების მიზნით ჩატარდა ორი ჩაღრმავებული ინტერვიუ ქუთაისში, პრობაციის სააგენტოს პროგრამის „ძალადობრივი ქცევის მართვის“ ბენეფიციარსა და სააგენტოს ოფიცერთან. ფოთსა და წყალტუბოში კი გაიმართა ფოკუს-ჯგუფები, რომელსაც ესწრებოდნენ ადვოკატები, სოციალური მომსახურების სააგენტოს, პრობაციის ბიუროს და საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრებზე გამოიკვეთა ამ კუთხით არსებული გამოწვევები, ხაზი გაესვა პრობაციის პროგრამის ეფექტურობას. ერთსულოვანად დაფიქსირდა მოსაზრება, რომ აუცილებელია რისკ-ფაქტორის ოჯახებთან მუშაობა და განსაკუთრებით ისეთი პროგრამების ინიცირება, რომელიც  წყვილებთან მუშაობას მოიაზრებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები