სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

1 2 3 4 5 6 7 8 9

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა სამოქალაქო ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები.

„ჩვენთან არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის მიზანია ეფექტური გენდერული პოლიტიკის შექმნა. ამ პროცესში თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია და მზად ვართ თანამშრომლობისთვის,“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.

ფორუმის მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშავეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაცია და კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და გოგონების საჭიროებების ასახვა. ბოლოს შეიქმნა ათკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.

ფორუმი ჩატარდა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები