სამოქალაქო ფორუმი წყალტუბოში

1 2 3 4 5

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურის, მასმედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები შეიკრიბნენ სამოქალაქო ფორუმზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება, დაამპროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურების“, ფარგლებში.

არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გენდერული მიმართულებით მუშაობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა. 

ჯგუფური მუშაობისას ფორუმის მონაწილეებმა დააფიქსირეს, როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე გაეროს რეზოლუცია 1325-ის მესამე, 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის რეალიზება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის გეგმაში.

პროექტს ახორციელებს კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები