„საგზაო რუკის“ განხილვა ზუგდიდის სამუშაო ჯგუფთან

1 2

ზუგდიდის  მუნიციპლიტეტის მერიის მცირე დარბაზში შედგა შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან. შეხვედრაზე განიხილეს ჯგუფის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკის“ სამუშაო ვერსია. მასში აისახა რამდენიმე დამატებითი მიმართულება - ბენეფიციარებთან ჩატარებული შეხვედრების დროს გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით.

„საგზაო რუკის“ სამუშაო ვერსია 28 დეკემბერს განხილული იქნება საკრებულოს სხდომაზე.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“  ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები