დიალოგი აქტუალურ საკითხებზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

1 2 3 4 5 6

ფონდი „სოხუმის“ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით სოფელ ლიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში). ღონისძიებაში სოფელ ლიასა და ფახულანში მცხოვრები ადგილობრივი და დევნილი ქალები და გოგონები, დე-ფაქტო საზღვრის იქით მცხოვრები მოქალაქეები მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

საუბარი შეეხო ლოკალიზაციის სამუშაო გეგმას, მის ძირითად პრინციპებს,  საკითხებს ადვოკატირებისთვის. განსაკუთრებით გამოიკვეთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილების პრობლემები: უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობები, განსახლების პერსპექტივის ბუნდოვანება. დიდი გამოწვევაა თავისუფალი გადაადგილების საკითხი, განსაკუთრებით იმ ოჯახებისათვის, რომელთა შვილები სოფელ ფახულანის სკოლაში გალის ტერიტორიიდან გადმოდიან.

გაიმართა საინტერესო დიალოგი საკითხებზე - როგორ შეიძლება ავაგოთ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ქალთა ჯგუფებსა  და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას  შორის, ხელი შევუწყოთ ინფორმაციას გაცვლას, საჭიროებების დროულ გამოვლენას  და ეფექტურ ადვოკატირებას, პარტნიორობის სისტემას, რათა მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები ლოკალიზაციის გეგმაში ასახული სხვადასხვა ადგილობრივი ინიციატივის რეალიზებისათვის.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები