საინფორმაციო შეხვედრები თერჯოლაში, წყალტუბოში, ხონში, სამტრედიაში, ბაღდათსა და ვანში

1 2 3 5 4 6 7

მაისში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა პედაგოგებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ბაღდათის და ვანის  მუნიციპალიტეტებში. 

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ ახალ პროექტზე„ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“. 

პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმი“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, მასზე რეაგირების და რეფერირების საკითხებზე მოამზადებს 50 პედაგოგს, 40 სამედიცინო მუშაკს და 50 პოლიციელს. 

პედაგოგებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა შეავსეს ტრენინგის მონაწილის შესარჩევი ანკეტები და გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები