სსო ფორუმის პირველი შეხვედრა და ტრენინგი

22 ნოემბერს სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) ფორუმის პირველი შეხვედრა და ტრენინგი თემაზე „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა და საგზაო რუკის მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის შესაძლებლობები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ფორუმის წევრი 16 ორგანიზაციის წარმომადგენლები გურიიდან, იმერეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის 44 წევრმა  მიიღო ინფორმაცია პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისათვის“ მიზნებზე, ამოცანებსა და აქტივობებზე.

ფორუმის ყველა წევრი მზადაა, ითანამშრომლოს პროექტის ფარგლებში და თავისი წვლილი შეიტანოს საგზაო რუკის მონიტორინგში რეფორმის განხორციელების გაუმჯობესებისათვის ადგილობრივ დონეზე.

პროექტის დირექტორმა ალლა გამახარიამ შეაჯამა ფორუმის პირველი შეხვედრისა და ტრენინგის შედეგები: „დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგა პროექტისთვის. ჩვენ აქ შევკრიბეთ სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ორგანიზაცია პროექტის სამიზნე რეგიონებიდან. დღევანდელი მუშაობის მთავარ შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ფორუმის წევრები ინფორმირებულები არიან, რამდენად მნიშვნელოვანია რეფორმა მათი მუშაობისთვის და საერთოდ საზოგადოებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ახალ ტრენინგებს და საპროექტო აქტივობებს ჩვენს სამიზნე რვა მუნიციპალიტეტში“.

1 2 3 4 5 6 7 8

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები