თერჯოლის მუნიციპალიტეტი - მუშაობა ორ პროექტზე

სამოქალაქო საზოგადოების ორი ორგანიზაცია აქტიურ საპროექტო მუშაობას იწყებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში.

ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი ბიუჯეტი - გზა დემოკრატიისაკენ“. მისი მიზანია, ადამიანებმა გაიგონ, რას შეცვლის მათ ცხოვრებაში საჯარო მმართველობის რეფორმა და რამდენად  მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სამოქალაქო ბიუჯეტირებაში.

ორგანიზაცია „ქალები საქართველოს მომავლისათვის“ მუშაობს პროექტზე „გზა ცვლილებებისაკენ“. მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა, რამდენად ეფექტიანია ერთ-ერთი მუნიციპალური პროგრამა. პროექტი ხელს შეუწყობს ბენეფიციარების კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები