„იყავი ინფორმირებული - იქნები ძლიერი“ - საპროექტო მუშაობა ოზურგეთში

1განათლებისა და თანასწორობის ცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად ახორციელებს პროექტს „იყავი ინფორმირებული - იქნები ძლიერი“.
გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და სამი ონლაინ ტრენინგი. ტრენინგი ჩატარდა ასევე სასტუმრო „ოზურგეთი პლაზაში“.

ტრენინგებზე მონაწილეებმა გაიგეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია, მათ შორის: როგორ ისარგებლონ მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისებით, როგორ მოიპოვონ საჯარო ინფორმაცია და გამოიყენონ თავიან სასარგებლოდ. ეს ყოველივე ხელს უწყობს მათ ჩართვას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები