ონლაინ ფორუმი და ტრენინგი

1 2 3 4 5

ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საერთო ფორუმი და ტრენინგი. ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა 42 ადამიანმა, აქედან - 32 რეგიონალურმა წარმომადგენელმა.

შეხვედრის პირველ ნაწილში შეჯამდა მუშაობის ერთწლიანი შედეგები, რაც მოკლედ წარმოადგინა პროექტის ერთ-ერთმა კოორდინატორმა, მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა.

ჩატარებულ მუშაობაზე, შედეგებზე და ცვლილებებზე ისაუბრეს რეგიონალურმა პარტნიორებმა: მინდია კიკნაველიძემ, ლელა ამირანაშვილმა, ელისო ჯიქიამ ( იმერეთი), ირინა საჯაიამ, ეკა ნინიძემ (გურია), ნანა სოხაძემ და მარინე სვანიძემ (რაჭა-ლეჩხუმი).

ღონისძიების მე-2 ნაწილში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო აქტივიზმი“, ტრენერი - მარინა ფოჩხუა (იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“).

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი  საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.    

პროექტს პარტნიორულ საწყისებზე ახორციელებენ: კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ და მეწარმე ქალთა ფონდი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები