ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის ამოქმედებას იწყებს

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის.  უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საბჭო არასამეწარმეო, არაკომერციულ  გაერთიანებად ჩამოყალიბდა. 
აპრილიდან მუშაობას იწყებს  ფონდი „სოხუმისა“ და ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით შემუშავებული პროექტი „გენდერული განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში“. პროექტი ხუთთვიანია და ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების სისტემაში გენდერულად მგრძნობიარე თაობის აღზრდას.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები