მეორე ტრენინგი სენაკის საკრებულოში

1 2 3 4

სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში ჩატარდა მეორე ტრენინგი - ამჯერად სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული  საბჭოს წევრებისათვის.

მონაწილეები აქტიურობით გამოირჩეოდნენ, განხილული იყო აქტუალური საკითხები: გენდერული ძალადობა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების საქმეში, გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტები და გეგმები. ისაუბრეს გამოცდილებაზე, რაც საბჭოს წევრებს ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობით დაუგროვდათ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები