ბოლო, მეოთხე ტრენინგი სენაკში

1 2 3

ბოლო, მეოთხე ტრენინგი გაიმართა სენაკის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში.

სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სენაკის მერიის სამსახურის უფროსებმა და აპარატის თანამშრომლებმა - სულ  ესწრებოდა 26 ადამიანი.

მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი იყო განხილული თემები და ისინი დიდი ინტერესით ჩაერთნენ მუშაობაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები