ღია კარის დღე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ

2021 წლის 5 ნოემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების” საკითხებზე ღია კარის დღე გამართა. ღია კარის დღე ემსახურება გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელს  და ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ზოლის სოფლებში მოქმედი,  ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფების ლიდერებს - მარიკა მეგრელიძეს (ფახულანი-წყოუში) და ნონა ბუკიას (ხურჩა), და ახალგაზრდა აქტოვისტს - მარი ნარმანიას (ზუგდიდი).

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ქალთა და ახალგაზრდების ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ეკონომიკური გაძლიერების და დასაქმების მწირ შესაძლებლობებზე; სკოლებისა და ამბულატორიების ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის არ არსებობაზე; სოფლებში წყალმომარაგების მწვავე პრობლემებზე, დევნილთა განსახლების ცენტრების ავარიულ შენობებში დღემდე განუსახლებელ ოჯახებზე, სოფლებში ახალგაზრდების განვითარებისთვის შესაბამისი სივრცეების არ არსებობის საკითხებზე და სხვა.

ეკატერინე გამახარიამ მოკლედ მიმოიხილა ის მიგნებები და გამოწვევები, რომელიც რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის  მონიტორინგის განხორციელების შედეგად იქნა იდენტიფიცირებული, მათ შორის, უსაფრთხოების და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე დევნილა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა არასაკმარისი ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე დროული და ქმედითი რეაგირების მექანიზმის არარსებობა; სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილებისთვის არსებულ ბარიერებზე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე და სხვა. 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები