ქალთა ფონდი „სოხუმის“ სამუშაო ვიზიტი ვენაში

6-8 ივლისს ფონდი სოხუმის წარმომადგენლები - ეკატერინე გამახარია და თეა თორინავა სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ 2022 წელს მომზადებული პრაქტიკული გზამკვლევის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები“ (ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/wp-content/uploads/Toolkit-Georgian.pdf?fbclid=IwAR1rCpxvDqw8HCIz-iBwYSlKCsF9ITicwIkEr-DVCBOI3ZP5eYZv_ATu3IA) გამოყენებით ტრენინგმოდულის შემუშავების პროცესის დაგეგმვას. ტრენინგმოდული ხელს შეუწყობს  დაინტერესებული პირების ცოდნის გაღრმავებას გზამკვლევში ასახულ კონფლიქტურ სიტუაციებში გენდერული ძალადობის პრევენციის, რეაგირების საუკეთესო პრაქტიკების, ასევე სტრატეგიების შესახებ და მათ რეპლიკაციას პრაქტიკულ საქმიანობაში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეუთოს (OSCE), ქსელი WAVE-ის და პროექტში ჩართული პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი და თბილისი, საქართველო), ფონდი „გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა“ (ბოსნია&ჰერცეგოვინა).

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები