მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის მიერ გამართული შეხვედრა. კლუბის ლიდერმა პრეზენტაცია წარადგინა, წევრებმა მიიღეს ინფორმაცია მშვიდობის დღის შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის მეორე ნაწილი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას და გადაჭრის გზების შესახებ საუბარს დაეთმო.

ადვოკატირების პროცესის დინამიკის განსახილვევლად შეიკრიბნენ ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები  . ადვოკატირების გეგმის მიხედვით ჯგუფის წევრები მზად არიან იმუშაონ არჩეულ პრობლემაზე, სამიზნე სკოლის დირექტორსაც შეხვდნენ, გააცნეს თანამშრომლობის მიზანი და სამომავლო გეგმაც დასახეს.

21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეუერთდა.

,,მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მოდით დავდოთ პირობა, რომ ჩვენს შვილებს ვასწავლით შემწყნარებლობასა და სხვათა პატივისცემას.

 ვიბრძოლოთ მშვიდობისათვის და დავიცვათ ის, როგორც შეგვიძლია” -ეს იყო ქალბატონების მიერ გაჟღერებული ძირითადი მესიჯები.

რაც შეეხება სოფელ კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, მათ მშვიდობის საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ სიღარიბე, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები, უთანასწორობა, კორუფცია, რასიზმი და ქსენოფობია არის  საუკეთესო ნიადაგი სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებისათვის . მათი თქმით,  სწორედ კონფლიქტების ამ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას ეძღვნება მშვიდობის საერთაშორისო დღე.

სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა იმ საკითხებზე, რომლებიც მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირებას შეეხება. ისევ დგას დღის წესრიგში სახურავების და საწვიმარი არხების პრობლემები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემების ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ისინი გაეცნენ თვის ბოლოს თბილისში დაგეგმილი კონფერენციის დღის წესრიგს.

- კონფერენციაზე სწორედ ის სამინისტროები იქნებიან წარმოდგენილნი, რომელთაც აღნიშნული საკითხები პირდაპირ ეხებათ. ამიტომაც ჩვენი პრობლემების გაჟღერებით მათი მოგვარების ახალი შესაძლებლობები  გაჩნდება, - მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.

 პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მშვიდობის თემის განხილვით დაიწყო სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა. ჯგუფის წევრები სარგებლობენ იმ სამშვიდობო სტრატეგიით, რომელიც უკვე შემუშავებულია ფონდი „სოხუმის“ მიერ. მონაწილეებმა სტრატეგიაზე დაფუძნებით დაგეგმეს აქტივობები, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს.

ახალგაზრდების ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე კი მშვიდობის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ჯგუფის წევრებმა  აქციები გამართეს და 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, საკუთარი პოზიცია ასე გამოხატეს.

ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრი ქალბატონები ადვოკატირების პროცესის დინამიკის განხილვა -გაზიარების მიზნით შეიკრიბნენ. შეხვედრაში არა მხოლოდ ქალბატონები, არამედ საკრებულოს წევრი და თანამშრომელი მამაკაცებიც ჩაერთნენ.

ადვოკატირების პროცესის დინამიკა განიხილა და წელი შეაჯამა ხონის ქალთა  საინიციატივო  მეორე ჯგუფმა.პრობლემაზე მუშაობა უკვე  დაწყებულია.

ხონის ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა  მშვიდობის საერთაშორისო დღის განხილვას, მის მნიშვნელობას და ახალგაზრდების როლს მიეძღვნა.

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის წევრებთან ერთად მოხდა ონლაინ პეტიციის რეგისტრაცია, რათა ხელი შევუწყოთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის დანერგვას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთარი და საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა. თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებული პროექტებითა და ღონისძიებებით მუნიციპალიტეტი დაეხმარება მოსახლეობას საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში და ამასთანავე შეიქმნება ხელსაყრელი პირობები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მორიგ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ასევე დევნილთა დასახლება „კოტეჯების“ მცხოვრებლებმა.

დღის წესრიგის თანახმად, ისაუბრეს გამოვლენილ პრობლემებზე, რომლებიც ეხება სანიაღვრე არხების მოწესრიგებას, სპორტული მოედნის მოწყობას, სახურავის პრობლემას ნიკეას დასახლებაში, „ამხანაგობის“ ჩამოყალიბების აუცილებლობას ჭომის დასახლებაში..

ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ლობისტის მოძიება, რათა დაჩქარდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც აწუხებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებთ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ სექტემბრის თვეში საკუთარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და ადვოკატირებისთვის. შეხვედრაზე განიხილეს წარმატებული ქეისები და აღნიშნეს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს  მუშაობის პროცესში მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული საქმიანობის დროს.

შეხვედრაზე ისაუბრეს დევნილთა დასახლების პრიორიტეტულ პრობლემებზე. წარმოჩინდა ახალი საკითხები: დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის შექმნა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „მწოლიარე პოლიციელის“ მოწყობა. გაიწერა სამოქმედო გეგმა პრობლემების დროულად მოგვარებისთვის. ეფექტიანი ადვოკატირებისათვის ოქტომბერში დაიგეგმა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეხვედრა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ადვოკატირების აქტიური პროცესი

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეებთან ერთად განხილული იყო სიტუაცია შერჩეული პრობლემების ადვოკატირების მხრივ. ჯგუფის ლიდერმა მერიაში წარდგენილი წერილები გააცნო მონაწილეებს და ოპერატიულად მიღებული პასუხებიც წაიკითხა. აქტიურად მიმდინარეობს პროცესი, თუმცა არის საკითხები, რომლებიც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები