„საჭიროებათა კვლევის პრაქტიკა GREWS სისტემის გამოყენებით“ - ტრენინგი ქალთა ჯგუფებისთვის

„საჭიროებათა კვლევის პრაქტიკა GREWS სისტემის გამოყენებებით“ - ამ თემაზე ტრენინგები ჩატარდა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის და სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფებისთვის.

მონაწილეებმა მიიღეს მიიღეს კომპეტენტური ცოდნა: როგორ დაგეგმონ და ჩაატარონ ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, როგორ დასვან კითხვები რესპონდენტთან და მიიღონ საჭირო ინფორმაცია. ისინი გაეცნენ იმ რისკებსა და გამოწვევებს, რომლებიც კვლევის ჩატარების პროცესში შეიძლება წარმოიქმნას.

ტრენინგის დროს გამოყენებული იყო ჯგუფური სავარჯიშოები, იმიტირებული ინტერვიუები. ტრენინგის შემდეგ მონაწილეები საჭიროებათა კვლევის პროცესში ჩაერთვებიან  და მიღებულ ინფორმაციებს პრაქტიკაში გამოიყენებენ. 

 

 პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები