ადვოკატირება - მთავარი თემა ტრენინგზე

რა არის ადვოკატირება, როგორ განვსაზღვროთ ადვოკატირების სტრატეგია, რა ინსტრუმენტები და მექანიზმები გამოვიყენოთ, რომ პროცესი წარმატებული იყოს, - ამ საკითხებზე გაკეთდა ფოკუსი სენაკში ჩატარებულ ტრენინგზე. მასში მონაწილეობდენ  აქტიური ლიდერი ქალები დევნილთა თემებიდან.

მონაწილეებმა პრაქტიკული მაგალითების, სავარჯიშოების გამოყენებით ინტერაქტიულ რეჟიმში გააანალიზეს ადვოკატირების ხელის შემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები. SWOT ანალიზის დახმარებით განსაზღვრეს ადვოკატირების გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. ტრენინგის ბოლო ნაწილში მონაწილეებმა პრობლემები დააფიქსირეს და ადვოკატირების სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგზე მიღებული უნარები დაეხმარება მათ, წარმატებით აწარმოონ პრობლემათა ადვოკატირების პროცესი.

მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები