თერჯოლის სამუშაო ჯგუფის წარმატებული პრეზენტაცია

თერჯოლის სამუშაო ჯგუფს არაერთი წარმატება დაუგროვდა. პროექტის დასაწყისიდან ბევრი რამ გაკეთდა და მრგვალ მაგიდაზე სწორედ ამ აქტივობებზე გამახვილდა ყურადღება. შეხვედრას ესწრებოდნენ: მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, პედაგოგები, ექიმები, იურისტები, სოციალური მუშაკები.

შეხვედრის მონაწილეებმა კარგად დაინახეს, რა გააკეთა სამუშაო ჯგუფმა ბოლო პერიოდში. ისაუბრეს ადგილობრივი საჭიროებების მეორე კვლევაზე, რომელიც ახლახან დასრულდა და მალე პუბლიკაციის სახეს მიიღებს. გაიმართა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის პრეზენტაცია და აღინიშნა, რომ ისინი  საკმაოდ გააქტიურდნენ პროექტის ფარგლებში.

განსაკუთრებული აქცენტი დაისვა სამოქალაქო ბიუჯეტირების საკითხზე - ამჟამად დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს, მალე განთავსდება ვებგვერდზე და ამ პლატფორმაზე მოქალაქეებს საკუთარი იდეების  და საპროექტო განაცხადების დაფიქსირების საშუალება მიეცემათ.

მრგვალ მაგიდაზე წარმოჩინდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სამთავრობო სტრუქტურების წარმატებული თანამშრომლობა პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები