ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე იმ აქტივობებზე იმსჯელეს, რომელიც რეზოლუცია 1325 - ის სტრატეგიით შემუშავდა. განსაკუთრებული აქცენტი სამშვიდობო აქტივობებში ქალთა ჩართულობაზე გამახვილდა.  საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრის მეორე ნაწილი  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო 16 დღიანი კამპანიის გეგმის განხილვას დაეთმო  . მნიშვნელოვანია ის, რომ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფი 16 დღიან კამპანიას საკუთარი აქტივობებით შეუერთდება. მშვიდობის შენარჩუნება, სოციალური ერთიანობის გაძლიერებასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაზე კი სოფელ დიდინეძის ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.დეტალურად ისაუბრეს , თუ რა ღონისძიებებს დაგეგმავენ კამპანიის ფარგლებში. ჯგუფის წევრებმა განიხილეს და იმსჯელეს სამშვიდობო აქტივობებში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობაზე .

გამარჯობა, მე ვარ კუკავა ელეონორა, ფონდი ,, სოხუმის“ მოხალისე და მინდა მოგითხროთ ჩემი ,,წარმატების ფორმულის“ შესახებ.

მინდა გაგიზიაროთ ,ის ემოციები და შთაბეჭდილებები რაც უშუალოდ ამ პროექტთან, ფონდ ,, სოხუმთან“ მაკავშირებს. უპირველეს ყოვლისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ტრენერებს, რომ მომცეს საშუალება მიმეღო მეტად საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია. ეს პროექტი იყო ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა, რომელიც ვფიქრობ, წარმატებით შევასრულე. მივიღე გამოცდილება პროექტების წერაში, რაც აქამდე არ ვიცოდი და მომეცა საშუალება განმეხორციელებინა ჩვენი ჯგუფის მიერ დაწერილი პროექტი სახელწოდებით: ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია.’’

ვმონაწილეობდი სხვადასხვა აქტივობებში, ჯგუფურ სამუშაოებში, ვესწრებოდი ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე:,,როგორ აღმოვფხვრათ კომფლიქტი,’’ ,, სტერეოტიპები და ტოლერანტობა’’ და სხვა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგისმომცემი გამოდგა.  ტრენინგების მსვლელობისას გვესტუმრა ფონდი სოხუმის ,, ფორუმ თეატრი“, გარდა ამისა, დავესწარით სამოქალაქო ფორუმს ქუთაისში თემაზე :,, ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა-მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად.’’  ამ ფორუმის ფარგლებში დავწერეთ თემა სახელწოდებით: ,, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი“, რაც დამეთანხმებით, რომ თითოეული ქართველისთვის მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. აქვე დავამატებდი იმას,  რომ პროექტმა საშუალება მოგვცა ვწვეოდით ქალაქ სტამბულს ,სადაც ჩაგვიტარდა ტრენინგი ფორუმ თეატრის არსის შესახებ.

„ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში  - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“ - ასე ეწოდება ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის კონსოლიდირებულ მონაცემთა  ანგარიშს.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის  დამოკიდებულებების შესწავლა ქალის მონაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებსა და სტერეოტიპებზე ქალის როლის შესახებ, შემაფერხებელ ბარიერებსა და ხელისშემწყობ ფაქტორებზე.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

24-28 სექტემბერს სტამბულში გაიმართა ტრენინგი პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებისთვის თემაზე ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და გამოცდილება.

სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდული კლუბები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ფორუმ-თეატრის დამფუძნებლების, როლისა და მნიშვნელობის შესახებ მიმდინარე ცხოვრებისეული პრობლემების გააზრებასა და მათი გადაჭრის პოვნაში. ტრენერების მიერ შემოთავაზებულმა სხვადასხვა სავარჯიშოებმა და დავალებებმა ტრენინგი უფრო კრეატიული, საინტერესო და სახალისო გახადეს, ასევე მონაწილეებმა დამოუკიდებლად შეძლეს სცენარების მომზადება და მცირე სცენების დადგმა. ახალგაზრდებმა შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, შეადგინეს სამომავლო გეგმები, რათა დანერგონ ფორუმ-თეატრი თავიანთ კლუბებში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფონდი "სოხუმის“ მიერ შექმნილ ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში თითქმის ერთი წლის წინ გავწევრიანდი და ამ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში ვისწავლე ძალიან ბევრი რამ.

ჩემთვის ბევრისმომცემი იყო სხვადასხვა აქტივობები, საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები. ვფიქრობ, რომ ფონდ „სოხუმს“ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ და აფხაზ თანატოლებს შორის ურთიერთობების დათბობაში.  მართლაც, ჩვენი თითოეული ტრენერი და ხელმძღვანელი მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი განვითარებისთვის რაც ნამდვილად დასაფასებელია.  კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ფონდ " სოხუმის" თითოეულ წევრს იმ ცოდნისა და გამოცდილებისთვის რაც მათთან ერთად მუშაობის დროს მივიღე.

ზოგი მონაწილე პირველად იყო ტრენინგზე და ძალიან მოეწონა სწავლების ეს ფორმა.  უფრო გამოცდილები მეტად აქტიურობდნენ და ერთვებოდნენ მუშოაბაში.

რა საჭიროა კონფლიქტების ანალიზი? როგორ ვმართოთ კონფლიქტი? ამ და სხვა უამრავ საკითხებზე ისაუბრეს მოზარდებმა ტრენერთან ერთად.

ტრენინგი სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის ჩატარდა. სხვადასხვა მეთოდმა - დისკუსია, თამაში, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციები - სახალისო და საინტერესო გახადა სატრენინგო პროცესი.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

21 სექტემბერი - მშვიდობის საერთაშორისო დღე - 1981 წლიდან აღინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.

ეს დღე ფონდი „სოხუმმაც“ განსაკუთრებით აღნიშნა და მიუძღვნა მას რიგი ღონისძიებებისა - საინფორმაციო შეხვედრები და აქციები, რომლებიც მთელი თვის მანძილზე გრძელდებოდა.

ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საუკეთესო გამოხატულებაა იმისათუ რა არის ჩვენი მუშაობის მთავარ მიზანს, რისი მიღწევა გვსურს და რაში ვდებთ შრომას.

სამიზნე მუნიციპალიტეტებში 20 მდე შეხვედრა ჩატარდა ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივოჯგუფებთან ამ თემაზე, ჯგუფების წევრებმა მიიღეს მონაწილეობა აქციებში და შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

წარმოგიდგენთ ნინო ქანთარიას - ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის აქტიურ წევრს.

ეს კი მისი წარმატების ისტორიაა...

ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა, გამომევლინა ჩემი თავი,როგორც  ლიდერს,ჯგუფური მუშაობის დროს, როგორც აქტიურ წევრს, აქტიურ მოქალაქეს.

პროექტის წყალობით  ჩავიხედე მეტად მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მშვიდობა და კონფლიქტი,ტოლერანტობა,გენდერული თანასწორობა. გავერკვიე აქტიური მოქალაქის როლსა  და ფუნქციაში. პროექტის ფარგლებში გავიცანი  საინტერესო ადამიანები,მოვისმინე საინტერესო ტრენინგები და მივიღე ჩემთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ.

12 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი თემაზე: "ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა - მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად".

შეხვედრას ესწრებდნენ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები  ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ხონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრის დასაწყისში, მოწვეულმა ექსპერტებმა საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სამშვიდობო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას, ისაუბრეს იმ სამშვიდობო ინსტრუმენტებზე, რომლებიც ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტების სახით არსებობს.

საინიციატივო ჯგუფებმა  ცალკეული მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით იმუშავეს, რა უნდა გაკეთდეს ადგილებზე იმ ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვისა და საზოგადოებაში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობის  მიზნით არის შესაძლებელი.

5 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი თემაზე: "ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა - მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად".

შეხვედრას ესწრებდნენ ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები  ქუთაისის, წყალტუბოს, წალენჯიხის, სენაკის, ხონის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრის დასაწყისში, მოწვეულმა ექსპერტებმა საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას, ისაუბრეს იმ სამშვიდობო ინსტრუმენტებზე, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტების სახით არსებობს. გაანალიზდა სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს  მშვიდობის კულტურის დანერგვას საზოგადოებაში.

სამუშაო ფორმატიდან გამომდინარე, ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა  ცალკეული მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით იმუშავეს, რა უნდა გაკეთდეს ადგილებზე იმ ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვისა და საზოგადოებაში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობის  მიზნით არის შესაძლებელი.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები