კარგი შედეგით დასრულდა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა ვანში - მოგვარდა ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის პრობლემა. ჩვენი შეხვედრების შემდეგ ის თვითონ გაძლიერდა, იყო კონსტრუქციული თანამშრომლობაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ყოველივე ამან ხელი შეუწყო პრობლემის გადაჭრას და იმედი მისცა ჯგუფს, რომ ბევრი ქალის მდგომარეობა  გაუმჯობესდება.

გააქტიურდნენ ზუგდიდის და ჩოხატაურის ქალთა ჯგუფის წევრები. ქობულეთის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფმა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით მოაგვარა ერთ-ერთი წევრის პრობლემა, რომელიც საკმაოდ ძნელი ეჩვენებოდათ. თერჯოლის ჯგუფი აქტიურად ჩაერთო საგრანტო კონკურსებში, ჯგუფის წევრებს აქვთ დიდი მხარდაჭერა ფონდი „სოხუმიდან“ და ადგილობრივი თვითმმართველობიდან.

პროექტის ასისტენტმა ჩოხატაურში, წყალტუბოში, ზუგდიდში,  ქობულეთში და ვანში გამართა შეხვედრები, დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში კი შეხვედრები ჯგუფის ლიდერებმა ჩაატარეს.

12 კონსულტაცია ოფისში, ონლაინ შეხვედრები 12 ბენეფიციართან, 7 სატელეფონო ზარი იმათგან, ვისთანაც ადრე ჩაუტარებია სესიები - ასეთი იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის აპრილი. ყველა კონსულტაცია ადამიანების ემოციურ მდგომარეობას ეხებოდა, მათ ტკივილს, განცდებს. ფსიქოლოგის მისია კი მათი დამშვიდება და შინაგანი რესურსების საფუძვლის გაძლიერება იყო.

ერთ-ერთი ბენეფიციარის უკუკავშირი: „თქვენ დამეხმარეთ, რომ ჩემს თავში მეპოვა ძალა, გავუმკლავდე ცხოვრების სირთულეებს, შევიძინე ახალი უნარები, გადავაფასე ჩემი პრობლემები და ვისწავლე ემოციების კონტროლი“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ბავშვის მიმართ ძალადობის გამოვლენის და მასზე რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი პედაგოგებისთვის“ - ამ პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა პედაგოგებთან გამართულ შეხვედრებზე.

საინფორმაციო შეხვედრები ეხებოდა პედაგოგების როლს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით. ასევე იყო საუბარი  კანონზე ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დახმარების შესახებ, რეფერირების საკითხზე და კონკრეტულად - საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის და დახმარების კუთხით.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა პედაგოგებთან ჩატარდა წყალტუბოს, წალენჯიხის, სენაკის, ხონის, ქუთაისი, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებში.


პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

„გენდერული მგრძნობიარე მუნიციპალური პოლიტიკისა და პროგრამების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ - ასეთი იყო კონფერენციის სახელწოდება, რომელსაც ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს 26 მუნიციპალიტეტის და სამხარეო ადმინისტრაციის თანამდებობის პირები.

შეკრებილები გაეცნენ საინტერესო პრეზენტაციებს:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - „ქალთა ოთახის“ მუშაობის პრაქტიკა;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება;

სენაკის მუნიციპალიტეტი - უწყებათაშორისი კომისია როგორც მაკოორდინირებელი მექანიზმი ძალადობის პრევენციის და რეაგირების საკითხებში;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს ქალთა ფონდ „სოხუმის“ მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივების შედეგები: პოზიტიური მშობლობის ტრენინგები; ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების კვლევის ანგარიში, რომელიც ამ ეტაპზე ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა.

შეხვედრაზე ასევე შედგა დიალოგი უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით,   ჩოხატაურის  მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელთან, სოციალურ მუშაკთან, მერის წარმომადგენლების კოორდინატორთან ერთად  ჩატარდა შეხვედრა თემის აქტივისტებთან და სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარებთან.

მოხდა ინფორმაციის გაცვლა ქალთა ჯგუფების საჭიროებებზე, სოციალური მუშაობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ სერვისებს, ახალ მუნიციპალურ პროგრამებს, განისაზღვრა თანამშრომლობა ქალთa მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის და დაზარალებულთა დახმარების საკითხებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბაღდათის მუნიციპალიტეტის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებმა მარტში ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი იყო კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. მათ შეხვედრები გამართეს მერის წარმომადგენლებთან, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერებთან და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან. მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია უწყებათაშორისი კომისიის ფუნქციაზე და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით.

ეს აქტივობები ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კომისიას გააქტიურებას ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და კონკრეტული ქეისების განხილვაში.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

მუშაობის გააქტიურებისკენ იყო მიმართული ინიციატივა, რომელიც ვანის  მუნიციპალიტეტის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებმა განახორციელეს.

სამოქალაქო ინიციატივა საინფორმაციო კამპანიას მოიაზრებდა. შეხვედრების ორგანიზებასა და ჩატარებაში აქტიურად ჩაერთნენ უწყებათაშორისი კომისიის წევრები. ისინი შეხვდნენ მერის წარმომადგენლებს, სოფლების ამბულატორიების პერსონალს, აქტივისტ ქალებს.

შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არა მარტო უწყებათაშორისი კომისიის, არამედ თავიანთი უწყებების ფუნქციის შესახებ ოჯახში ძალადობაზე რეაგირების კუთხით.  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მერის წარმომადგენლების და სოფლის ექიმების როლზე კონკრეტული ქეისების გამოვლენაში.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სენაკის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სამოქალაქო ინიციატივების  მინიპროექტის „დაარღვიე სიჩუმე - შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის შედეგები განიხილეს. კომისიის წევრების პოზიციით, მსგავსი მუშაობა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით უნდა გაგრძელდეს, რათა გათვალისწინებულ იქნას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის და სერვისების მიწოდების კუთხით არსებული საჭიროებები

კომისიაზე ოჯახში ძალადობის ქეისები განიხილეს და ერთობლივი რეაგირების საკითხებზე შეთახმდნენ. კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერსექტორული კოორდინაცია და თანამშრომლობა.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები