ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა შეხვედრები ჩაატარა სენაკის, ხობის, წყალტუბოს, ვანის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მან შეხვედრებზე ისაუბრა იმაზე, თუ რა ზიანს აყენებს ბავშვებს ძალადობა.
- ძალადობაგამოვლილ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების უმრავლესობა გამოირჩევა აგრესიული ქცევით. ბავშვი ადრეული ასაკიდან გამოიმუშავებს აგრესიული რეაქციების დამახასიათებელ სტილს და ინარჩუნებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ბავშვისთვის გარესამყარო მტრულადაა განწყობილი, უძლიერდება საფრთხის შეგრძნება და, სავარაუდოდ, მისი რეაგირებაც აგრესიულია. ამიტომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიხსნას მშობელმა ძალადობრივი გარემოდან, - აღნიშნავს ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე.
ქალები ფსიქოლოგის რჩევებს სასარგებლოდ მიიჩნევენ და ეს შეხვედრებიც მნიშვნელოვანია მათთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების შეხვედრების ნაწილი მუნიციპალიტეტებში გაიმართა, ნაწილი კი - ონლაინ.
წალენჯიხაში გაჟღერდა ერთ-ერთი ძალადობაგამოვლილი ქალის ისტორია. დაიგეგმა ახალი ქეისის დამუშავება, დახმარების გაწევა. თერჯოლაში ჯგუფს დაემატა ახალი წევრები. წყალტუბოს შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ საჭიროებებზე. მათი სურვილია ჭრა-კერვის და პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსების ორგანიზება. ეს ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.
ფსიქოლოგის ჩართვა განსაკუთრებულ ეფექტს სძენს შეხვედრებს, რადგან კომპეტენტური რჩევები თითოეულ მონაწილეს სჭირდება.
ჯგუფების წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ერთად, ურთიერთდახმარებით ბევრ პრობლემას მოაგვარებენ.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
წყალტუბოს ინოვაციურ ცენტრში ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე წარსდგა ჩვენი ფორუმ-თეატრი. მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია წამოჭრილმა პრობლემებმა. დისკუსიის დროს მათ აღნიშნეს, რომ აუცილებელია პრობლემებზე რეაგირება და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა.
მეორე შეხვედრა ფორუმ-თეატრმა წყალტუბოს სკოლაში გამართა. თანატოლების წინაშე გამოსვლა ყოველთვის საინტერესო და საპასუხისმგებლოა. მოსწავლეებს მოეწონათ წარმოდგენები, აქტიურად ჩაერთნენ როლებში, გულახდილად ისაუბრეს ახალგაზრდა თაობის პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.
ფორუმ-თეატრის გამოსვლები აფიქრებს მაყურებელს და სწორი გამოსავლის პოვნაში ეხმარება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აქ დაგვხვდა თბილი გარემო, მზრუნველი ადამიანები... ვიგრძენით სიყვარული, ყურადღება, მხარდაჭერა... - ამბობდნენ წასვლის წინ ქალები და გამოხატავდნენ მადლიერებას, რაც ადამიანების საუკეთესო თვისებაა.
დედების და შვილების კიდევ ერთი ჯგუფი გააცილეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრიდან. ეს ოჯახები ირიცხებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ამასთანავე არიან ეკომიგრანტები. მათთვის განსაკუთრებულად კარგი იყო სარეაბილიტაციო ცენტრში გატარებული დღეები, თერაპიული სესიები, სასარგებლო ინფორმაციების მიღება, განტვირთვა და რეაბილიტაცია... ყველა აქტივობაში დიდი ინტერესით ერთვებოდნენ. ეს მათი სამახსოვრო ჩანაწერები და ჩანახატებია...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მარტში ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრებში დასრულდა კიდევ ერთი სატრენინგო კურსი. აპრილში კი 10 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ახალი ჯგუფები. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები პედაგოგები, წინა სატრენინგო კურსის ლიდერები. წარმატებით ჩატარდა სატრენინგო კურსის პირველი თვის სამუშაო.
- სიძნელეები გვხვდება, მაგრამ, მიუხედავად ბევრი შემაფერხებელი ფაქტორისა, ვფიქრობთ, რომ ფორმირებულ ჯგუფებთან გავაგრძელებთ ტრენინგების ჩატარებას, - აღნიშნავენ ტრენერები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პარასპეციალისტები სოციალური მუშაობის სფეროში არიან ის პირები, რომლებიც არ ფლობენ სოციალური მუშაობის აკადემიურ ხარისხს ან პროფესიულ ლიცენზიას, თუმცა, მიუხედავად ამისა, დიდ როლს ასრულებენ მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ფუნქცია ისეთ პირობებში, სადაც სოციალური მომსახურება არ არის ჯეროვნად ხელმისაწვდომი, ან საკმაოდ შეზღუდულია.
ეს არის ამონარიდი ახალი პუბლიკაციიდან.
„პარასპეციალისტის სოციალური მუშაობის გზამკვლევი თემის ლიდერებისთვის: ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი და ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად“ - ეს დოკუმენტი წარმოადგენს პრაქტიკულ და სიღრმისეულ რესურსს იმ საზოგადოებრივი და სათემო ლიდერებისათვის, რომლებიც თანამშრომლობენ ქალებთან ადგილობრივ დონეზე.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
რა პრობლემები აქვთ ქალებს სხვადასხვა თემში, როგორ აგვარებენ ამ პრობლემებს, როგორ ხდება ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და რა გამოწვევებს აწყდებიან, - ძირითადად, ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ სამობილიზაციო შეხვედრებზე.
მონაწილეთა შეფასებით, ყოველთვიური შეხვედრები მათთვის ინფორმირების წყაროა - ეცნობიან ახალ ინფორმაციებს, საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე, ცდილობენ, ხელი შეუწყონ ოჯახური შემთხვევების იდენტიფიცირებას, დაეხმარონ ქალებს სათემო პრობლემების მოგვარებაში. ისაუბრეს ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების მნიშვნელობაზე. მიაჩნიათ, რომ ქალებს არა აქვთ საჭირო უნარები, რათა იდეა პროექტად აქციონ და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ.
ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების და მსხვერპლთა დახმარების კუთხით მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ პარასპეციალისტები.
მთელი თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 150-ზე მეტ ქალს მიეწოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე. ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე გადამისამართდა ათი ქალი. სამმა ქალმა იურისტის დახმარებით მდგომარეობა გაიუმჯობესა.
სოციალური მუშაობის გაძლიერებით ქალთა მხარდაჭერა უფრო ეფექტიანად მიმდინარეობს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სამედიცინო პერსონალის როლი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში - ამ თემაზე გაიმართა ტრენინგი წყალტუბოში. ტრენინგს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის სამედიცინო მუშაკები: პოლიკლინიკის, ოჯახის, სკოლის ექიმები.
ტრენინგზე განიხილეს აქტუალური საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები, ძალადობის ანატომია, სამართლებრივი გარემო: კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები, რეფერალური სუბიექტები, სამედიცინო პერსონალის როლი და პასუხისმგებლობა.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
https://www.youtube.com/shorts/JWuS-5O3gUk
ეს არ არის მიზეზი კონფლიქტისთვის – პირიქით, შესაძლოა, სწორედ აქ იწყებოდეს ღირებული დიალოგი.
ნინის გამოცდილება გვაჩვენებს, როგორ შეიძლება რთული თემის განხილვაც კი გახდეს ურთიერთობის გაღრმავების შანსი.
დაუკვირდით, როგორ არგუმენტირებს ნინი და როგორ ცდილობს მამის მოსმენისა და საკუთარი პოზიციის გაზიარების დაბალანსებას.
გსურს შენი კომუნიკაციის უნარების დატესტვა?
ეწვიე survivefamilydinner.ge – შეარჩიე ფრაზა და დააკვირდი, როგორ შეიძლება განვითარდეს საუბარი სხვადასხვა სცენარში.