ფორუმ-თეატრის მთავარი მესიჯი

ფორუმ-თეატრი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

წყალტუბოში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, გათამაშდა მინი-სცენები ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებით. მაყურებელი აქტიურად ჩაერთო თამაშში - მოხდა მსახიობების ჩანაცვლება დამსწრეების მხრიდან. დისკუსიაც საინტერესოდ გაიმართა.

საჭიროა საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა ძალადობის პრევენციის ხელშესაწყობად - ეს იყო ფორუმ-თეატრის მთავარი მესიჯი.

კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.

ვორკშოპები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, ძალადობის თემის განხილვა  და დისკუსია - ამ ტიპის აქტივობებით წყალტუბოს  ქალთა საინიციატივო ჯგუფი ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიან კამპანიაში ჩაერთო.

კამპანიას მრავალფეროვანი ღონისძებით შეუერთდნენ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებიც. მათ პრიორიტეტული საკითხები წამოსწიეს- ქალთა უფლებები, ნააადრევი ქორწინება, გენდერული ძალადობა, შშმ პირთა უფლებები, მოაწყვეს ნახატების გამოფენაც .

 ახალგაზრდების მიერ მომზადებულ  პრეზენტაციებსა  და დისკუსიებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგპროტესტი გამოიკვეთა .

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - თეა ახვლედიანმა, უწყების ინიციატივით დაარსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია.

საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა გააზიარეს მოსაზრებები იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ, რაც სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიანობის გაძლიერებას მოემსახურება. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა პლატფორმის ფარგლებში თემატური შეხვედრების გამართვის და მათი რაოდენობის გაზრდის აუცილებლობას, რაც საკითხებზე თვისებრივი და დროული განხილვის შესაძლებლობას მისცემდა მონაწილეებს. ასევე, აღნიშნა თემატურ შეხვედრებში სხვადასხვა დარგობრივი უწყების ჩართვის შესახებ, რაც სამოქალაქო სექტორის მიერ სამშვიდობო ინიციატივების ირგვლივ წამოჭრილ საკითხებზე და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებზე სათანადო და დროული რეაგირების ხარისხს გაზრდიდა.

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაიმართა გაეროს ღია კარის დღე, რომელიც გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის წარმართვასა და ადგილებზე არსებული საჭიროებების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას ემსახურება.

შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოდგენილი იყო დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ლიდერ ქალებთან, რომლებთან ერთად, ქალების გაძლიერებასა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში მათ აქტიურ ჩართვაზე წლებია, მუშაობს.

საქველმოქმედო-პუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით ქალთა ფონდი „სოხუმი“ ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დევნილთა თემებში ლიდერი აქტიური ქალების გამოკვეთას და მათ მომზადებას სათანადო უნარებით.

პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკსა და ზუგდიდში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩა 15-15 ლიდერი ქალი, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენინგები ქალთა ლიდერობის და ადვოკატირების საკითხებზე.

ამ მოწოდებით უერთდება ქალთა ფონდი „სოხუმი“ საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება.

ჩვენი ორგანიზაცია 21 წელია, კამპანიის აქტიური მონაწილეა.

ეს საინფორმაციო ფურცელი კამპანიისთვის მომზადდა და დიდი ტირაჟით დაიბეჭდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ რეჟიმში ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი ეძღვნებოდა თემას: გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში. ტრენინგს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია უძღვებოდა.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ომისა და კონფლიქტების დროს გენდერული ძალადობის ტიპიურ ფორმებს და იმსჯელეს ქალებსა და გოგონებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე, შეიარაღებული/ძალადობრივი კონფლიქტების პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენაზე.

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ათივე მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო ჯგუფის წევრების პრობლემების ადვოკატირება.

არაერთი პრობლემა აქვთ ქალებს, განსაკუთრებით გამოიკვეთა ძალადობის მსხვერპლთა წინაშე მდგარი გამოწვევები. ჯგუფის წევრები სერიოზულ მხარდაჭერას გრძნობენ სოციალური სააგენტოს, მერიის და საკრებულოს მხრიდან. სწორედ ეს ეხმარებათ პრობლემების ადვოკატირებასა და მოგვარებაში.

ნოემბერში შეხვედრების ნაწილი პროექტის ასისტენტმა ნინო ჭაბუკიანმა ჩაატარა ადგილებზე  თუ დისტანციურად, ნაწილი კი - ჯგუფის ლიდერებმა.

თერჯოლაში, ბაღდათსა და ქობულეთში დასრულდა ციფრული წიგნიერების სამთვიანი კურსები. ჯგუფის წევრებმა ბევრი საჭირო რამ ისწავლეს ტრენერ ქრისტი ქუთათელაძისგან. იმისათვის, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც აქტიურად გამოიყენონ, ამ სამი ჯგუფიდან სმარტფონი გადაეცა ყველას, ვისაც არ ჰქონდა. მათი თქმით, ეს სერიოზული მხარდაჭერაა.  

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სატრენინგო კურსი აქტიურად გრძელდება. შემდეგი ხუთი ტრენინგი ჩატარდა ბაღდათის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის და ვანის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. მონაწილეებმა ბევრი საინტერესო და აქტუალური საკითხი განიხილეს.

ახლა ყველა ჯგუფი აქტიურად ემზადება საერთაშორისო კამპანიისთვის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ჯგუფებში გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ინიცირებულ ღონისძიებებს. ისინი ჩაატარებენ სხვადასხვა აქტივობას, ჩართავენ თანატოლებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებს და ერთად გამოხატავენ პროტესტს ძალადობის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები