შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დევნილთა შემწეობის რეფორმის პროექტთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფო მოხელეების აზრი, სწორედ ამიტომ შედგა ჩაღრმავებული ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ზაზა ჩაჩავასთან.
შეხვედრა ჩატარდა ორგანიზაცია PIN-ის პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში (დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
პროექტიხორციელდებაჩეხურიორგანიზაცია „ადამიანიგაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით


პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულმა ასმათ დვალიშვილმა. 

13 და 15 დეკემბერს ქუთაისისა და წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის პირველ ნაწილში ჯგუფის წევრებმა კამპანიის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს და მიღებულ შედეგებზე ისაუბრეს. ჯგუფის წევრების აზრით, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი გაიზარდა, გამოიკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა და ჩართულობა.
მეორე ნაწილში მონაწილეებმა პრობლემათა ადვოკატირების გეგმა გაანალიზეს.
ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის მიერ ადვოკატირების გეგმაში გაწერილია ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილისთვის სახელის მინიჭების საკითხი. საკითხმა უკვე გაიარა ერთი ინსტანცია და მალე სპეციალური კომისია განიხილავს. გადაწყვეტილება ერთ თვეში გახდება ცნობილი.
წყალტუბოში ადვოკატირება, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას უკავშირდება, მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები რეგულარულად ხვდებიან მოსახლეობას და პარალელურად სხვა პრობლემების ადვოკატირებაზეც მუშაობენ.



ფონდი „სოხუმი“ აქტიურად აგროვებს ინფორმაციას „საქართველოს კანონის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ განხორციელების მონიტორიგის ფარგლებში. ოქტომბერში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები მედიკოსებთან და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებთან. ასევე ჩაღრმავებული ინტერვიუები ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის წევრთან და ქუთაისის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა კანონში შესულ ცვლილებებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა თვის განმავლობაში ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. ისინი ასევე შეხვდნენ სოფლის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის თანამშრომლებს. შეხვედრების მიზანია, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა გაიგონ სიახლეები ფონდის მუშაობაში და ერთმანეთთან თანამშრომლობის შედეგად მოგვარდეს ადგილობრივი პრობლემები.
