შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ქუთაისის გენდერული საბჭო სამწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს: ამ მიზნით ტარდება საკმაოდ მასშტაბური კონფერენცია. სხდომაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე. შეადგინეს მონაწილეთა სია. კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან ქუთაისის 12 ადმინისტრაციული ერთეულის, ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები.
საბჭოს წევრების აზრით, კონფერენცია კარგი არენაა გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს იქნება ანგარიში, შეფასება და გენდერული მიმართულებით მიღწეული პოზიტიური შედეგების წარმოჩენა.


- ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით განხორციელებული ორი პროექტი, მონაწილეობა სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებში, საზოგადოების ინფორმირება საბჭოს მუშაობაზე ტელე და რადიო გადაცემებში მონაწილეობით, გენდერული საჭიროებების კვლევა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება. გენდერული პოლიტიკის გეგმის წარდგენა ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული კომპონენტების დასამკვიდრებლად და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიღებული მხარდაჭერა - ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ამ შედეგებით ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.
მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის საკრებულოს წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იყო საუბარი პრობლემებზე, ხარვეზებზე, სამომავლო გეგმებზე.


ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან.
28 ნოემბერს გაიმართა საბჭოს საგანგებო სხდომა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა კლუბის მოდერატორთან ერთად იმსჯელეს მიღებული კანონის შესაბამისად - საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე. საუბარი შეეხო საჭირო პროცედურებს და ლობირების გზებს.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა 16-დღიანი კამპანიისადმი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

თბილისში გაიმართა ხატვის საერთაშორისო კონკურსის „დამიხატე მშვიდობა“ დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო ფონდმა „სოხუმმა“ და წარმოადგინა ქუთაისის №6, №11, №15, №21, №30 სკოლების ნორჩ მხატვართა ნამუშევრები.
კონკურსის შედეგებით, გამარჯვებულები, №30 სკოლის მოსწავლეები ნინო ვასილჩიკოვა და გიორგი ზოსიშვილი დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

მარტის სამობილიზაციო შეხვედრები მიეძღვნა საერთო თემას - ქალთა სოლიდარობა. თვის მანძილზე ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა 33 შეხვედრა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მოწვეული იყო თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც შეაფასა ადვოკატირების საკითხის გარშემო (მთავარი ბიბლიოთეკის ცენტრალური გათბობის მოწესრიგება) არსებული სიტუაცია და თვითმმართველობის პოზიცია გამოხატა.
როგორც აღინიშნა, საკითხი უკვე დგას ადგილობრივ დღის წესრიგში, მაგრამ თემის აქტუალობას ზრდის სამოქალაქო აქტიურობა, ხელმოწერები.
შეხვედრაზე დაიგეგმა ადვოკატირების მომდევნო ეტაპები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა, რაც საშუალებას იძლევა მომავალი წლის პროგრამებში მოხდეს სასურველი საკითხების გათვალისწინება.
ქალთა საინიციატივო ჯუფის წევრები ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ. მათ იმსჯელეს, რა მდგომარეობაა ადამიანური უსაფრთხოების თვალსაზრისით ლოკალურ თემებში და გამოყვეს საკითხები ადვოკატირებისათვის.
გამოიკვეთა, რომ პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია დონორი ორგანიზაციების მოძიება. იდეაზეც შეთანხმდნენ. დაიგეგმა დასახელებულ იდეას პროექტის სახე მისცენ და გაუგზავნონ დონორ ორგანიზაციას „ორბელიანი საქართველო“, რომელსაც გამოცხადებული აქვს კონკურსი.

ხონის მთავარ ბიბლიოთეკაში ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები. მოწვეულნი იყვნენ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები: ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი მაყვალა ბახტაძე და სოციალური სამსახურის უფროსი ლეილა კინწურაშვილი.
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები, რა პროგრამები არსებობს ხონის მუნიციპალიტეტში, რა სახის სამუშაოები შესრულდა და რა იგეგმება.
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
