ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
მარტში ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა 9 კოლექტიურ ცენტრში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში. მათში მონაწილეობა მიიღო 55 ბენეფიციარმა.
როგორც ყოველთვის, შეხვედრების შემდეგ იყო ინდივიდუალური კონსულტაციებიც. ინდივიდუალური რჩევები მიიღო 8 ბენეფიციარმა. ფსიქოლოგმა იმუშავა ერთ საოჯახო წყვილთან, 9 ადამიანთან - ოჯახში კრიზისულ ურთიერთობებზე. იყო 8 სატელეფონო ზარი და 4 კონსულტაცია სკაიპით. ყოველივე ეს ხელს უწყობს ბენეფიციართა ფსიქორეაბილიტაციას.
გრძელდება ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. მარტში პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მერის წარმომადგენლებთან ნახახულევსა და გოჩა ჯიხაიშში. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების ინფორმირებულობას კონფლიქტებისა და ბულინგის პრევენციისათვის.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სოფელ თეკლათის სამედიცინო პერსონალთან, სკოლის დირექტორთან და პედაგოგებთან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მიზანსა და აქტივობებზე. შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემას და ყოველი ჩვენგანის როლს პრევენციის პროცესში.
ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა მარტში 6 ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაატარეს. კონსულტაციები, ძირითადად, ეხებოდა ოჯახში ძალადობის და ოჯახურ კონფლიქტებს. მომართვა მოხდა ოზურგეთის, ლანჩხუთის, სენაკის და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებიდან.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალადობის ერთ მსხვერპლს დახმარება გაეწია მსხვერპლის სტატუსის მოპოვებაში, რასაც შემდგომ სასამართლო პროცესზე გამოიყენებს.
ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორები აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. თვის განმავლობაში ისინი ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს, ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეებს და შემდეგ აცნობდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ბენეფიციარებს. მათ 9 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ლანჩხუთი) საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან და ესაუბრნენ ცენტრის სერვისებსა და აქტივობებზე.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მეორე თვეა, ახორციელებს მცირე პროექტს, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები მე-7 და 21-ე სკოლის დირექტორებთან, განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ამას გარდა, მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა 21-ე სკოლის მოსწავლეებთან თემაზე: მავნე ჩვევები და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
კოკი/ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი თებერვლიდან წარმატებით ახორციელებს მცირე პროექტს „უთხარი არა ძალადობას - იყავი აქტიური!“ პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებთან. მარტში კი გაიმართა ვორკშოპები ქალებისთვის ორ სოფელში - ახალკახათსა და ორსანტიაში. ვორკშოპებზე განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი და არსებული სამართლებრივი მექანიზმები.
ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ჰარმონიული გარემოს შექმნა პატარებისათვის. პირველი ტრენინგი ჩაუტარდა საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საბავშვო ბაღების მენეჯერებს და პედაგოგებს. მონაწილეებმა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს გენდერულ საკითხებზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან მუშაობის კუთხით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ სამი ტრენინგი.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრს მიმართა ბენეფიციარმა, რომელმაც ითხოვა დახმარება. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები. მამას ავარიის შედეგად აქვს ხერხემლის პრობლემა და არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.
ფონდმა „სოხუმმა“ მხარდაჭერისთვის მიმართა „კარიტას საქართველოს“, რომელსაც ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვს ადამიანთა პრობლემები. ამჯერადაც ასე მოხდა - ოჯახმა მიიღო დახმარება პროდუქტებით და ტანსაცმლით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
თებერვალში ჯგუფური იურიდიული კონსულტაციები ჩატარდა ქუთაისში დევნილებთან. 9 კოლექტიურ ცენტრში შეხვედრებს 54 ბენეფიციარი დაესწრო. გაიცა 2 ინდივიდუალური კონსულტაცია და გამოვლინდა ძალადობის რისკ ჯგუფის მატარებელი ბენეფიციარები. ასევე კონსულტაცია გაეწია 2 კრიზისულ ოჯახს და ერთ ოჯახურ წყვილს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)