თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ადვოკატირების ჯგუფის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც მოწვეული იყვნენ მერიის ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლები. შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის პედაგოგები.

ჩვენი მიზანი იყო მონაწილეებისათვის გაგვეცნო განყოფილების სტრუქტურა და მუშაობის არეალი. თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ეს განყოფილება, ამაზე ინფორმაცია ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიგნებებზე დაყრდნობით მიეწოდა აუდიტორიას.  

გამოიკვეთა, რომ განყოფილების მუშაობის და ფუნქციის შესახებ პედაგოგებმა არ იცოდნენ. მათ წამოჭრეს არაერთი აქტუალური საკითხი, აქცენტი გაკეთდა ინკლუზიურ ბავშვებთან და მათ მშობლებთან აქტიური კომუნიკაციის საჭიროებაზე. პედაგოგებს მერიის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ბავშვთა უფლებების დაცვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და ადგილობრივი თანამშრომლობა სოციალური სერვისების გაუმჯობესების კუთხით“ - ეს იყო ინფორმაციის გაცვლის შეხვედრის თემა, რომელიც მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების წარმომადგენლებთან გაიმართა.

შეხვედრაზე წარდგენილ იქნა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებები. მონაწილეებს გააცნეს ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობა, მიღწეული შედეგები და გამოწვევები.

გაიმართა დისკუსია ბენეფიციარების საჭიროებებსა და თანამშრომლობის სფეროებზე. გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოწყვლადი ოჯახების საჭიროებებს უკავშირდება და მათ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ადგილობრივი სტრუქტურების მხრიდან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ადვოკატირების ჯგუფის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების ციკლის ფარგლებში დიდ ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და მშობლებმა. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ მერიის ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი და სოციალური მუშაკი. შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია განყოფილების სტრუქტურაზე, პროგრამებზე. საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებს და საჭიროებებს.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებაზე, შშმ ბავშვთა საჭიროებებზე, კრიზისული ოჯახების იდენტიფიკაციის გზებსა და მათი მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა სექტემბერში განსაკუთრებული ფოკუსი ფემიციდზე გააკეთეს. ვანში, სამტრედიაში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), თერჯოლასა და წალენჯიხაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე მონაწილებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ქალთა მკვლელობები დიდი ხანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი ის, რაც კეთდება...

მონაწილეების თქმით, პრევენციის კუთხით საინფორმაციო კამპანიებს დიდი მნიშვნელობა აქვს:

„მეტი უნდა ვიმუშაოთ პრევენციისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან.“

„თუ რეაგირება არ იქნება უმკაცრესი, ვერ შევაჩერებთ ამ პროცესს. “

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეს არის პროექტი, რომლის დახმარებითაც 4 აგვისტოს ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, დავზოგოთ მოხმარებული ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

ზემოთ აღნიშნული აქტივობა საშუალებას გვაძლევს ვიზრუნოთ არა მარტო ჩვენს ქალებზე, არამედ გარემოზეც.

ასეთი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ქალბატონებს ორგანიზაცია „გამარჯობამ“.

პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ხოლო წინ გველის მეორე ფაზა, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას მოიცავს.

- ყველა მათგანს განსხვავებული ხასიათი აქვს, მაგრამ ერთი მიზანი აერთიანებს, შეისწავლოს ხელსაქმე და დაიწყოს მცირე ბიზნესი, - ამბობს ოსტატი ამიდა ახალაია. - ერთს თეთრეულების მიმართულება აქვს არჩეული, მეორეს ჩანთების მოხატვა უნდა, მესამემ სადღესასწაულო კაბები შეკერვა გადაწყვიტა პატარებისთვის...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის დღის ცენტრში კიდევ ხუთმა ქალმა შეისწავლა ჭრა-კერვის ხელოვნება. კურსები დასრულდა და ქალებს სოფელში უკეთესი ცხოვრების სტიმული გაუჩნდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ყოველ მეცადინეობაზე სიამოვნებით მოდიოდნენ ქალები, რადგან ყველა გაკვეთილი საინტერესო სიახლე, პროფესიონალიზმისკენ წინგაგადმული ნაბიჯი იყო.

და აი, ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით დასრულდა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კიდევ ერთი კურსი.

კურსის მონაწილეებმა ისწავლეს ორიგინალური სამკაულების, აქსესუარების, სხვადასხვა კომპოზიციის შექმნა. ბოლოს მოეწყო კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც დიდი ინტერესით დაათვალიერეს და მოიწონეს ქალთა ფონდის თანამშრომლებმა. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა - აწი მათზეა, როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში ჩატარდა კომპლექსური მუშაობა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან - სოციალური მუშაკის, იურისტის, ფსიქოლოგის და ბავშვებთან მომუშავე პედაგოგის მონაწილეობით.

აგვისტოში ცენტრში იმყოფებოდა 6 ადამიანი - ორი ქალი ბავშვებთან ერთად.

ერთ-ერთმა ბენეფიციარმა აღნიშნა: „უღრმესი მადლობა კომფორტისთვის, მომსახურებისთვის, რჩევებისა და გაწეული დახმარებისთვის. მე არ ვიცოდი, ეს რა იყო. თქვენი წყალობით მე და ჩემმა შვილებმა ამ დღეების განმავლობაში თავი ბედნიერად ვიგრძენით“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის შედეგიანი შეხვედრები

  • პარასკევი, 26 აგვისტო 2022
  • 747 ჯერ

აგვისტოში შესრულდა ფსიქოლოგის გასვლითი ვიზიტები ბაღდათის,  ქობულეთის, ტყიბულის, თერჯოლის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, სადაც ჩატარდა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები (მონაწილეობა მიიღო 50-მა ბენეფიციარმა).

ონლაინ ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესიები ჩაუტარდა რეგიონებში მცხოვრებ 9 ბენეფიციარს. ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში კი მუშაობა წარიმართა 17 ბენეფიციართან და ერთ ოჯახურ წყვილთან.                     

მუდმივ მუშაობას პოზიტიური შედეგები მოაქვს თითოეული ბენეფიციარისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები