მონიტორინგის ჯგუფმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე დაიწყო მუშაობა - მუნიციპალიტეტების ბაზაზე არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და ამჟამინდელი გამოწვევების გამოვლენა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამების და არსებული სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. მონიტორინგის ჯგუფი აქტიურ კომუნიკაციაშია 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებებთან. ტარდება ჩაღრმავებული ინტერვიუები - როგორც პერსონალთან, ასევე ბენეფიციარებთან და ექსპერტებთან.

ძირითადი ფოკუსი მიმართულია ამ განყოფილებების, როგორც ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტის, მუშაობის მექანიზმების გაანალიზება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), კონფლიქტის გამყოფ ხაზზე, ჭრა-კერვის მორიგი კურსები ტარდება. აქ ასწავლიან თანამედროვე ტექნიკის გამოყენებას, ქსოვილების შერჩევას, მარტივიდან ყველაზე რთულამდე - სხვადასხვა ნაწარმის გამოჭრას და შეკერვას. ასე ხდება შემოქმედებითი ენერგიის რეალიზება.

როგორც კურსის მონაწილეები ამბობენ, საოცარი შეგრძნებაა, გააცოცხლო შენი იდეა, საკუთარი ხელით შექმნა სამოსი, შენი განუმეორებელი სტილი და გარდერობი. მათ იციან, რომ მიღებული ცოდნა შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი მცირე ბიზნესის დასაწყებად, ისევე, როგორც ფახულანის თუ ქუთაისის დღის სარებილიტაციო ცენტრის არაერთმა კურსდამთავრებულმა შეძლო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა გაიმართა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების მონაწილეობით - ამჯერად ქობულეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ქობულეთის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მერიის, სოციალური სამსახურების, პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლები. მოწვეულნი იყვნენ ლანჩხუთის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი და ბავშვთა განყოფილების სოციალური მუშაკი, რომლებმაც თავიანთი მუშაობის სპეციფიკა და პრაქტიკა გაუზიარეს ქობულეთელ კოლეგებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე, ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის, ტყიბულის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების სირთულეებზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ არსებობენ კონფლიქტური ოჯახები, რომლებიც ამ პრობლემაზე ნაკლებად საუბრობენ, სწორედ ასეთ ოჯახებში განსაკუთრებით მაღალია ძალადობის განვითარების რისკები.

მობილიზატორებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის პრევენცია ადრეულ სტადიაში და მუშაობა იმ რისკებზე, რომლებიც ძალადობის განვითარებას უწყობს ხელს.

საინფორმაციო შეხვედრებზე გამოიკვეთა კონკრეტული ქეისები. პროცესში ფსიქოლოგი და იურისტი ჩაერთვებიან და ინდივიდუალურ შეხვედრებს ჩაატარებენ. მსგავსი ფორმატით მუშაობა ამცირებს კონფლიქტის განვითარების რისკებს ცალკეულ ოჯახებში.   

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხელნაკეთი საჩუქრის მიღება ყველას სიამოვნებს. პოლიმერული თიხისგან ბევრი საინტერესო ნივთი იქმნება: სამკაულები, ჩარჩოები, პატარა სკულპტურები. მათი შექმნით ავტორი დიდ სიამოვნებასაც იღებს და შემოსავალსაც. ამიტომაც იზრდება ინტერესი ამ ხელსაქმის მიმართ.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით გრძელდება პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსი. ქალები შემუშავებული სქემის მიხედვით, ნაბიჯ ნაბიჯ სწავლობენ ორიგინალური ნივთების დამზადებას. ისინი უკვე თავად ასრულებენ სხვადასხვა კომპოზიციას. როგორც აღნიშნავენ - თიხაზე მუშაობას პოზიტივი მოაქვს...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა  ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების მონაწილეობით თერჯოლის  საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მერიისა და სოციალური სამსახურების, პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლები. შეკრებილებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე, სოციალურ პარტნიორობაზე. ჩატარდა კვლევის „მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგი“ პრეზენტაცია. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თერჯოლის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები, საზოგადოების წარმომადგენლები.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ მოიცავს ყველა ინფორმაციას, რომელიც სჭირდება ძალადობის მსხვერპლს, მთავარია, რომ ამის შესახებ გაიგოს ბევრმა ადამიანმა, რათა ვებგვერდის ფუნქციები და საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენოს ყველამ, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრები სოფლის დასახლებაში ჩაატარა. მონაწილეებმა პერიფერიებში ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობაზე გააკეთეს აქცენტი.

სოციალური პრობლემები, ქალთა საჭიროებები, ოჯახური კონფლიქტების გახშირება - ამ თემებზე საუბრისას ახალი ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩაში, კოკში, კახათში გამართულ შეხვედრებზე.

საბავშვო ბაღები ოჯახური კონფლიქტების იდენტიფიცირების წყარო უნდა გახდეს, მანამდე ამ რგოლის სრულად ინფორმირება უნდა მოხდეს, - ასეთი მოსაზრება ჰქონდათ სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საბავშვო ბაღის აღმზრდელები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობა მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის შემთხვევების  პრევენციას და იდენტიფიცირებული ქეისების ეფექტიან მართვას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ამდენი ინფორმაცია ერთ სივრცეში - ძალიან დიდი ფუფუნებაა. ვფიქრობ, რომ ამ ვებგვერდის პიარი დიდი მასშტაბით უნდა ხდებოდეს. მასზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მერის წარმომადგენლებს, რადგან მოსახლეობასთან ხშირი შეხება აქვთ...“

„ძალიან ამაღელვებელი იყო წარმატებული ისტორიების ნაწილი... აქ მოყვანილი ისტორიები უნდა ტრიალებდეს მაგალითებად, რათა ბევრმა ნახოს და დარწმუნდეს, რომ შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალონ ცხოვრება.“

ეს იმ ადამიანების უკუკავშირია, რომლებიც მონაწილეობდნენ წყალტუბოსა და წალენჯიხაში ჩატარებულ შეხვედრებში. შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ  ვებგვერდს და ისწავლეს, როგორ გამოიყენონ მასზე განთავსებული ინფორმაცია.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები