ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების კუთხით არსებობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ გამოწვევების საპასუხოდ უნდა გაიზარდოს შეხვედრების რაოდენობა ქალთა ჯგუფებთან. ყველა ქალი უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმ სერვისებზე, რომლებიც გააჩნია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს. ეს ინფორმაციები ხელს შეუწყობს დაფარული ოჯახური კონფლიქტების აღმოჩენას და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.

შეხვედრები ჩატარდა ტყიბულის, ჩოხატაურის, თერჯოლის, წალენჯიხის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მთელი თვის განმავლობაში ამ ცენტრებში ხუთი კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა და შესაბამისი რეაგირებაც მოხდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრაზე ბაღდათში ქალებს მიეწოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაციები: მონიტორინგზე, რომელიც ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის შესწავლისთვის, ასევე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე.

შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ ეს განყოფილება აქტიურად მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობს ბენეფიციარების მხარდაჭერას. თუმცა ამავდროულად დაფიქსირდა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ გახდეს ეს სერვისები უფრო ეფექტიანი და გრძელვადიანი შედეგების მომტანი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სენაკის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში პედაგოგებთან ჩაატარა შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური გარემოსთვის“.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბავშვთა უფლებების დაცვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებსა და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პედაგოგებმა შეაფასეს განყოფილების მნიშვნელოვანი როლი ოჯახების გაძლიერების კუთხით და გამოხატეს თანამშრომლობის სურვილი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკი: ტრენინგი ტრენერთათვის

პედაგოგები უამრავ ტრენინგს დასწრებიან, მაგრამ ეს იყო უჩვეულო ტრენინგი, სადაც აქტუალურ საკითხებთან (ფემიციდი, ძალადობა, კამპანიის ჩატარება) ერთად ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზეც ისაუბრეს.

ტრენინგს ესწრებოდნენ პედაგოგები სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან. მისი ჩატარების იდეა გაჩნდა სენაკის უწყებათაშორისო საბჭოს ბოლო შეხვედრაზე - იდეას აქტიურად დაუჭირა მხარი საგანმანათლებლო რესურსცენტრმა (ხელმძღვანელი - დარეჯან ზარანდია). ტრენინგი რესურსცენტრის დარბაზში გაიმართა  და მონაწილეთა დიდი ინტერესით გამოირჩეოდა.  

ტრენინგის მთავარი შედეგი იქნება ის, რომ ეს პედაგოგები აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - ჩაატარებენ შეხვედრებს და სხვადასხვა ღონისძიებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სტუმრად თბილისის საკრებულოში

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე მიწვეული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული სტრატეგიის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე, თბილისის კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი ინდირა რობაქიძე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელი ანა მარგიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფიო ჩოხელი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე.

საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სამოქმედო გეგმის პროექტის ხუთ ძირითად მიზანზე, მიზნების ამოცანებსა და განსახორციელებელი საქმიანობის ფორმებზე ისაუბრეს.

ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება, მოქალაქეთა ინფორმირება არსებულ სერვისებზე, ქალთა საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება - ეს საკითხები ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობის მთავარი მიმართულებაა.

ნოემბერში ბაღდათის, სამტრედიის, სენაკის, ვანის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ხუთი ახალი ქეისია იდენტიფიცირებული. საჭიროებიდან გამომდინარე, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი უკვე მუშაობს აღნიშნულ შემთხვევებზე.

საინფორმაციო შეხვედრების დახმარებით ხუთივე მუნიციპალიტეტში 80-მდე ადამიანმა მიიღო ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე, ბავშვთა მხარდაჭერის განყოფილებაზე. ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება  ახალი პრობლემების იდენტიფიცირებას უწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქობულეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში ჩატარდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების და მონიტორინგის ჯგუფის და ქობულეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული  სოციალური გარემოსთვის“.

მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის  მონიტორინგის შედეგებს.   საუბარი შეეხო ქობულეთის ბავშვთა უფლებების დაცვის დაცვის და მხარდაჭერის  განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს. შედგა დიალოგი საკითხების გარშემო, რომლებიც ეხება სერვისებს და არსებულ გამოწვევებს. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია მულტისექტორული თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე სოციალურად ორიენტირებული  ადგილობრივი ღონისძიებებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური გარემოსთვის“ - ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა წალენჯიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.

შეხვედრას მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს. ასევე ისაუბრეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებზე. დაფიქსირდა რეკომენდაციები, რომლებიც გაზრდის ამ კუთხით მუშაობის ეფექტს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ერთი ქალი სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნისას დადებითი ემოციებით აივსო, გააცნობიერა თავისი ადგილი ცხოვრებაში, იგრძნო სიმშვიდე და თავისუფლება. ახლა ის მზად არის, იბრძოლოს უკეთესი ცხოვრებისთვის. მეორე ამბობს, რომ მიიღო საჭირო ცოდნა. მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია ადეკვატური თვითშეფასება და, რაც მთავარია, იცის, რომ უნდა ისწავლოს, რათა თავისი ქალიშვილისთვის ღირსეული დედა იყოს...

ეს ყველაფერი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მათი ყოფნის დამსახურებაა. ოქტომბერში ცენტრში იმყოფებოდა სამი ქალი პატარა ბავშვებთან ერთად - ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომელთაც განიცადეს სტრესი და ტრავმა.

მათ ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდათ - პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი.

მუშაობის შედეგები მათ კომენტარებში ჩანს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები