სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე, მეთოდოლოგიაზე, გამოყენების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.
მონაწილეებმა პრეზენტაციის მეშვეობით მოისმინეს, რას გულისხმობს „ერთი ფანჯრის პრინციპი“, გაეცნენ ამ მეთოდის უპირატესობებს: ვის რა ინტერესები აქვს ამ პროცესში და რამდენად ეფექტურია პრობლემათა მოსაგვარებლად, რატომ არის ის საინტერესო დევნილებისთვის, სხვადასხვა სტრუქტურისთვის, ვის რა მოტივი ამოძრავებს და ა.შ.
ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებული იყო პრაქტიკული სავარჯიშოები, რამაც უზრუნველყო მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობა.
დისკუსიამ აჩვენა, რომ მონაწილეები პრაქტიკულად შეძლებენ ამ მეთოდით მუშაობას, აიცილებენ კაბინეტიდან კაბინეტში საბუთებით სიარულს და არ მოუწევთ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის იმის მტკიცება, რამდენად აქტუალურია მათი პრობლემა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„ერთი ფანჯრის“ პრინციპის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ტრენინგი ჩაუტარდა ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
ეს პრინციპი ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების და პრობლემების მოგვარების ყველაზე სწრაფი საშუალებაა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ორგანიზებული შეხვედრების მნიშვნელობაზე. მათთვის გასაგები გახდა, რატომ არის უკეთესი ამ მეთოდის გამოყენება და როგორ უნდა გაიმართოს შეხვედრა, რათა სასურველი შედეგი დადგეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ივნისში, ტრადიციულად, 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში გაიმართება ტრენინგები. ამჯერად პირველ ოთხ შეხვედრაზე გიამბობთ: წალენჯიხის, ვანის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებთან მუშაობა ონლაინ წარიმართა, ზუგდიდში კი ცოცხალი, აქტიური, სავარჯიშოებით დატვირთული ტრენინგი ჩატარდა.
ოთხივე შეხვედრის 72 მონაწილე ინტერესით ჩაერთო აქტუალური საკითხების - კონფლიქტის ესკალაცია და გენდერული ძალადობა - განხილვაში. მათი მუმეტესობისთვის „ესკალაცია“ უცხო სიტყვა იყო, თუმცა მაშინვე დაიმახსოვრეს.
გოგონები და ბიჭები მსჯელობდნენ, კამათობდნენ, გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ტრენინგების შემდეგ კი მათ ე.წ. ინიცირებული ღონისძიებების ჩატარება დაიწყეს თავიანთ სკოლებში - ამით ისინი თანატოლებს უჩვენებენ, რა ისწავლეს, რა იციან და სწორედ ეს არის ახალგაზრდებთან მუშაობის საუკეთესო შედეგი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ოჯახში ძალადობის აღკვეთაში საზოგადოების ჩართულობა“.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის და ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საბავშვო ბაღის და სკოლის პედაგოგები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევების (მსხვერპლისათვის არსებული სერვისების მონიტორინგი; მოძალადის ქცევის ნაადრევ სტადიაზე კორექციის პროგრამების რეალიზაციის საჭიროება; ქალთა გაძლიერება - ბავშვთა მოვლის სერვისები) პრეზენტაცია.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე ინფორმაცია მიეწოდათ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს-ცენტრი“ http://sosfsokhumi.ge/
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დახმარება და ამ პროცესში თვითმმართველობების როლის გაზრდა - აქცენტი ამ საკითხებზე გაკეთდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით ახალი მონიტორინგის ანგარიშის „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“ პრეზენტაცია ონლაინ - Zoom პლატფორმის საშუალებით გაიმართა, რომელიც ორგანიზაციის მკვლევარმა - ნინო კორინთელმა წარმოადგინა.
შეხვედრას სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ.
„დიდი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის თქვენ, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებს ჩვენ-ჩვენი გამოცდილებების, მიგნებების, სტატისტიკის, მიღწეული შედეგების, გამოწვევების გაზიარების შესაძლებლობა გვეძლევა ინფორმაციის შევსების თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები ყოველთვის ახალი ინიციატივების, ცვლილებების და სერვისების წინაპირობებს ქმნის,“ - ინდირა რობაქიძე, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მე ვარ სოფიკო კუხალაშვილი, დაბადებული 1992 წელს, აფხაზეთიდან დევნილი, ვცხოვრობ ხონში. მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩემი პატარა წარმატების შესახებ, რასაც თავად მივაღწიე.
2017 წელს ვიყავი სოფლად და ბებომ მაჩუქა ერთი გოჭი, რითაც დაიწყო ჩემი პატარა ბიზნესი. ეს გოჭი, რომელიც უნდა გამეზარდა და შემდეგ დამეკლა, იყო დედალი, როცა წამოიზარდა და გახდა 7 თვის, შემეცოდა დასაკლავად, ამიტომ გადავწყვიტე რომ გამემრავლებინა და ეგრეც მოვიქეცი, შეჯვარება მოვახდინე რომ ნამატი მყოლოდა. შეჯვარებიდან 4 თვეში მეყოლა პატარა გოჭები, როცა ეს დავინახე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. რატომღაც მათი მოვლა და პატრონობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გახდა ჩემთვის.
შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი უფრო ფერმერობისკენ წასულიყო. ასეც მოხდა, შევძელი იმდენი, რომ დამედგა შენობა, რომელშიც დავაბინავე ღორები. ამაში ჩემი მშობლების დახმარება მჭირდებოდა ფინასურად. ამ შენობაში არამარტო ერთი დედა ღორი არამედ 10 მინიმუმ იყო. შემდეგ შევუდექი მოძიებას თუ საიდან შეიძლებოდა მომეყვანა კარგი საშენი ღორები, რომ წარმატებული ფერმერი ვყოფილიყავი და შედეგი საუკეთესო ყოფილიყო.
- საინტერესოა ჩვენთვის ამ პროექტში ჩართვა, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც გვეხმარება პრობლემური საკითხების სწორად წარმოჩენასა და მოგვარების გზების დასახვაში.
- კარგია, როცა პრაქტიკული სამუშაო და თეორია ერთმანეთთან არის შერწყმული. დღეს მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა, შესაბამისი უნარები და გამოცდილება.
მონაწილეებმა ასე გამოხატეს ინტერესი სატრენინგო თემისადმი.
ტრენინგი წყალტუბოში ჩატარდა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ორგანიზებულ შეხვედრებზე. მათთვის გასაგები გახდა, რატომ არის მნიშვნელოვანი „ერთი ფანჯრის“ პრინციპის გამოყენება, ვინ არის პასუხისმგებელი/საჭირო უწყება, ვინ შეიძლება იყოს ბენეფიციარი და როგორ წარიმართება შეხვედრა.
სატრენინგო პროცესი ცოცხალი მაგალითების განხილვით წარიმართა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
დროდადრო ყველას გვესაჭიროება ფსიქოლოგიური განტვირთვა.
სწორედ ამ მიზნით ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით დიდინეძის სკოლის პედაგოგებთან ჩატარდა ტრენინგი.
არტ თერაპია, როლური თამაშები და ტესტები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მონაწილეებთან შეასრულა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ.
ქალბატონები ძალზედ კმაყოფილნი დარჩნენ და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები აუცილებელია ენერგიით ასავსებად, მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით მუშაობისთვის.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
პატარა, თბილი სიუჟეტია - ქართულ სუფრაზე, მეგობრობაზე, თანადგომაზე.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ერთი განსაკუთრებული დღის ასახვაა. იმ დღის, როცა უკრაინელი ქალები და ბავშვები მივიღეთ ჩვენს ოფისში, ქართული სუფრა გავუშალეთ, ჩვენი ხელით მომზადებული კერძები და სითბო და სიყვარული ვაგრძნობინეთ... ქალებმა რომ დიდი მადლობა გვითხრეს, ცრემლნარევი და გულითადი...
ამ ქალებთან აქტიურად მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია, ეხმარება და ზრუნავს მათზე...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)